31 მარტს გურჯაანში სპექტაკლი

31 მარტს გურჯაანში სპექტაკლი "ჩუმად, რეპეტიციაა!" გაიმართება

  • iRegions.Ge
  • 29 მარტი, 2018
  • 11:24
  • ადმინისტრატორი

შაბათს, 31 მარტს, 17:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრი მოძრაობის თეატრის სპექტაკლს - "ჩუმად, რეპეტიციაა!" მასპინძლობს.

სპექტაკლი ერთმოქმედებიანია და ასახავს კულისებს მიღმა არსებულ რეალობას.

რეპეტიცია, სადაც რეჟისორი როგორც მაყურებელს, ასევე მსახიობებს ესაუბრება თუ როგორ მიმდინარეობს სპექტაკლზე მუშაობა, ვიდრე იგი მაყურებლის წინაშე დასრულებული სახით წარდგება.

სპექტაკლი შედგება სხვადასხვა მცირე ნოველებისგან:
▪„მშვენიერი დილა“
▪„სინემა“
▪„სტუმარ-მასპინძელი“
▪„შირლი ბეისი“
▪„მხატვარი“
▪„ბოჰემური რაფსოდია“
რეჟისორი: კახა ბაკურაძე

კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე

მსახიობები:
ანი თალაკვაძე,
მარიამ ბალახაძე,
თამარ შენგელია,
ეკატერინე გაბაშვილი,
მიხეილ ზაქაიძე,
ბექა გარსენიშვილი,
ლაშა რობაქიძე,
უჩა მჟავია.

ბილეთის ფასი: 7 ლარი
(ბილეთები იყიდება 26 მარტიდან, გურჯაანის კულტურის ცენტრის სალაროში)

მის: გურჯაანის კულტურის ცენტრი, თამარ მეფის ქ.#16
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 599852208

"ფანჯარას ვერ გააღებ ზაფხულში", - ლანჩხუთის მოსახლეობა ჰაიდელბერგ-ცემენტის მუშაობას აპროტესტებს

23 აპრილი, 2018

გურიაში, სუფსაში არსებულ ჰაიდელბერგ-ცემენტის ადმინისტრაციული შენობის ლანჩუთის მუნციპალიტეტის მოსახლეობა შეიკრიბა და აქციას მართავს, სოფელი სუფსისა და ტაბანას მოსახლეობა ქარხნის მუშაობას აპროტესტებს და აცხადებენ, რომ არსებული ქარხანა...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085