მამუკა ბახტაძე: ჩვენი ამოცანაა, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე

მამუკა ბახტაძე: ჩვენი ამოცანაა, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე

"ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე", - ამის შესახებ ფინანსთა მნისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც მეწარმეებს ახალი საგადასხადო ინიციატივა გააცნო.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ გატარებული რეფორმების შედეგად საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. 

"ჩვენ ვხედავთ გაზრდილ ინტერესს ტურიზმის მიმართულებით. ტურიზმი არის პირდაპირ კავშირში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებასთან. ჩვენ ვხედავთ დიდ გამოწვევებს სოფლის მეურნეობაში, აზიური ფაროსანის გამოწვევიდან გამომდინარე და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმვით ჩვენ ეფექტურად გავუმკლავდებით ამას. მაგრამ ამავე დროს ვხედავთ ძალიან კარგ პერსპექტივებს სოფლის მეუროების თვალსაზრისით, რომელიც ასევე პირდაპირ კავშირშია მცირე და საშუალო ბიზნესთან. 

რა თქმა უნდა ჩვენ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ ამ ერთი რეფორმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მასშტაბური, ჩვენ შევძლებთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითრებას, ეს არის აუილებელი მაგრამ არასაკმაირისი პირობა. 

ამის პარალელურად, იმის გათვალისწინებით, თუ როგორი რთული საპროცენტო განაკვეთები აქვს დღეს საბანკო სისტემას, ბევრი მცირე მეწარმე ვერ ახერხებს თავისი ბიზნესის დაწყებას თუ გაფართოებას, აქედან გამომდინარე აღნიშნულ რეფორმას აუილებლად მოჰყვება მეორე რეფორმა, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური იქნება, რომელიც ითვალისწინებს სასტარტო კაპიტალის უზრუნველყოფას მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. 

ჩვენ მიმდინარე წლის 15 იანვრიდან დავიწყეთ კიდევ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უკავშირდება დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებს 5-დან 7 დღემდე. ეს არის მართლაც უნიკალური პრაქტიკა. მსოფლიო ეკონომიკას თუ შევხედავთ, ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, ვინც დაიწყო ასეთი ამბიციური ინიციატივის განხორციელება. 

ჩვენ ერთობლივი ამოცანაა, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიზნის მისაღწევად და რა თქმა უნდა დარმწუნებულები ვართ, რომ იმ რეფორმებთან ერთად, რომელსაც უახლოეს მომავალში დავაანონსებ, თქვენი ძალისხმევით, იმის მოლოდინით, რომ მცირე და საშუალო მეწარმეების რაოდენობა საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება, ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. აღნიშნული რეფორმა ეხება 120 ათას მეწარმეს და მათ უკან მდგომ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი ინდმეწარმეები ასაქმებენ. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, აღნიშნული რეფორმის შემდეგ კიდევ უფრო მეტ მეწარმეს ვიხილავთ ჩვენს ბიზნესში.

ჩვენი ბიუჯეტის თითქმის ნახევარი ფორმირდება 300 კომპანიაზე მეტი ორგანიზაციიდან, ეს არის ძალიან ნეგატიური ციფრი. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი იყოს გადასული მცირე და საშუალო ბიზნესიდან უფრო მსხვილ ბიზნესში და ეს არის სწორედ გზა ამისკენ", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.  

რაც შეეხება ახალ ინიციატივას, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. მცირე ბიზნესად ჩაითვლებიან მეწარმეები, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური 1%-იანი ბრუნვის გადასახადით. გადასახადის დეკლარირება და გადახდა მოხდება ყოველთვიურად, უქმდება მიმდინარე (ე.წ. „საავანსო“) გადასახდელები. შენარჩუნდება საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოების ვალდებულება.


მცირე ბიზნესი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენებს სასაქონლო ზედნადებს, ასევე შენარჩუნდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება. მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება მისი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი.

კატერინა მატერნოვა მიესალმება ფინანსთა სამინისტროს ხედვას საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის აუცილებლობაზე

კატერინა მატერნოვა მიესალმება ფინანსთა სამინისტროს ხედვას საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის აუცილებლობაზე

12 საათის წინ

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036