პატრიარქი ვლადიმერ პუტინს: შეგვძრა კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ, მიიღეთ ჩვენი სამძიმარი

პატრიარქი ვლადიმერ პუტინს: შეგვძრა კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ, მიიღეთ ჩვენი სამძიმარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორემ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის გამო, სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

"მის აღმატებულებას,

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს,

ბატონ ვლადიმერ პუტინს.

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!

შეგვძრა კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ. მიიღეთ ჩვენი სამძიმარი. ვგლოვობთ ჩვენც და აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ახლად შესვენებულთა სულნი დააწესოს საყოფელსა მართალთასა, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა და ნუგეში.

პატივისცემით

ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ", - ნათქვამია გავრცელებულ წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

ცნობისთვის, კემეროვოში, სავაჭრო ცენტრ "Зимняя вишня"-ში მომხდარ ხანძარს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 64 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 11 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

ხანძარი ორშაბათს გამთენიისას დაიწყო და დილისთვის ჯერ კიდევ დარჩენილია ხანძრის კერები. დამწვარია 1,5 ათასი კვ. მ. ხანძრის შედეგად ჩამოშლილია ცენტრის ზედა სართულების კონსტრუქცია, კერძოდ, მეოთხე სართულზე არსებული კინოდარბაზი მესამე სართულზეა ჩამოშლილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

1 საათის წინ

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო. მისი თქმით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია უკვე მეორე წელია სუფთავდება და მდგომარეობა გაუმჯობესებულია.  „გვიხარია, რომ დღევანდელ აქციას ბევრი სტუდენტი ახალგაზრდა შემოუერთდა. ის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036