"ლენდოს" ყაჩაღობაში ყოფილი ბრალდებული: ვთხოვ შს მინისტრს, არ დანიშნოს ზუგდიდს პოლიციის უფროსად გიორგი გვილავა

  • iRegions.Ge
  • 28 მარტი, 2018
  • 14:59
  • ადმინისტრატორი

სამეგრელო-ზემოს ვანეთის სამხარეო პოლიციასთან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდოს" ყაჩაღობაში ყოფილმა ბრალდებულმა გიორგი კუკავამ, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო, ბრიფინგი გამართა. 

კუკავას ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონული პოლიციის განყოფილების უფროსად ინიშნება პოლიციის უფროსის მოქმედი  მოადგილე გიორგი გვილავა, რომელმაც მისივე თქმით, მის საქმეში მტკიცებულებები გააყალბა. 

კუკავა განცხადებით, გვილავას წინააღმდეგ მან მთავარ პროკურატურას უკვე მიმათა და გამოძიება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.

"ვთხოვ შს მინისტრ გიორგი გახარიას, არ დანიშნოს პოლიციის უფროსად გიორგი გვილავა, რომელმაც უკანონოდ დააკავა და მტკიცებულებები გააყალბა. მის წანააღმდეგ გამოძიება უკვე დაწყებულია", - აცხადებს კუკავა. 

შსს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. შსს-ში გიორგი გვილავას შესაძლო დანიშვნას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. 

შუახევში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

შუახევში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

19 აპრილი, 2018

დედაენის დღის კვირეულის ფარგლებში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, შუახევის კულტურის ცენტრში. ღონისძიება შუახევის მოსწავლე-ახალგაზრდობის განყოფილების აღსაზრდელების და ინწკირვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036