სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის ჟესტურ ენაზე ადაპტირებული ფილმების ჩვენება გაიმართება

სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის ჟესტურ ენაზე ადაპტირებული ფილმების ჩვენება გაიმართება

29 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს კინოაკადემიის მცირე დარბაზში (მისამართი: ძმები კაკაბაძეების N2`) გაიმართება პროექტის "კინო ჟესტებით" პრეზენტაცია, რაც ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისათვის ფილმების ჟესტურ ენაზე ადაპტირებას გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება „ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანების" მიერ შერჩეული და ჟესტების ენით ადაპტირებული ორი საფესტივალო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „აპოლო ჯავახეთი" (რეჟისორი ბაქარ ჩერქეზიშვილი) და "8 წუთი" (რეჟისორები: გიორგი გოგიჩაიშვილი და დათო აბრამიშვილი).

პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის და კინოსექტორის წარმომადგენლები, საქართველოს ყრუთა კავშირის წევრები და სპეციალიზირებული სკოლების მოსწავლეები. ფილმების ჩვენების ბოლოს გაიმართება დისკუსია, რაც შესაძლებლობას მისცემს პროექტის ავტორებს სამომავლოდ გაითვალისწინოს დამსწრე ბენეფიციარების მოსაზრებები.

პროექტის "კინო ჟესტებით" იდეის ავტორი და ორგანიზატორია "ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანება", მხარდამჭერები - ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კინოაკადემია და adjaranet.com, ხოლო პროექტის კონსულტანტია საქართველოს ყრუთა კავშირი.

დღეს თბილისში უკრაინული კინოს ფესტივალი "უკრაინა ფოკუსში" გაიხსნება

დღეს თბილისში უკრაინული კინოს ფესტივალი "უკრაინა ფოკუსში" გაიხსნება

3 საათის წინ

20:00 საათზე ფესტივალის სტუმრებისთვის სპეციალური მიღება გაიმართება, 21:00 საათზე მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები ორგანიზატორებთან ერთად მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან დამსწრე საზოგადოების წინაშე, რის შემდეგაც ფესტივალის...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085