28 მარტს საქართველოში ტერეზე ვებერის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება

28 მარტს საქართველოში ტერეზე ვებერის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება

28 მარტს, 19:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, თანამედროვე შვეიცარიელი ხელოვანის ტერეზე ვებერის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

გამოფენის გახსნას დაესწრებიან შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, მხატვარი ტერეზა ვებერი, ფონდის „Kultur Dialog Armenien“ პრეზიდენტი სონა ჰარუთუნიანი, დოქტ. ქრისტოფ ბაუმერი(შვეიცარია) და მიხაელ ვინანდი (გერმანია).

გამოფენა, სახელწოდებით „ქაღალდი - ხელი და შთაგონება. მოთხრობები ხელოვნებაში“ , შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერითა და ფონდის „KulturDialog Armenien“ ინიციატივით ეწყობა; ექსპოზიცია ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 28 მარტიდან 23 აპრილის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.

დღეს თბილისში უკრაინული კინოს ფესტივალი "უკრაინა ფოკუსში" გაიხსნება

დღეს თბილისში უკრაინული კინოს ფესტივალი "უკრაინა ფოკუსში" გაიხსნება

3 საათის წინ

20:00 საათზე ფესტივალის სტუმრებისთვის სპეციალური მიღება გაიმართება, 21:00 საათზე მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები ორგანიზატორებთან ერთად მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან დამსწრე საზოგადოების წინაშე, რის შემდეგაც ფესტივალის...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085