პატრიარქი არჩილ ტატუნაშვილზე: უნდა გვახსოვდეს, მისი სული ცოცხალია

პატრიარქი არჩილ ტატუნაშვილზე: უნდა გვახსოვდეს, მისი სული ცოცხალია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, წილკანში ჩავიდა და ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვევე ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს პირადად მიუსამძირა.

"ღმერთმა დალოცოს, ღმერთმა აცხონო სული ახლადგარდაცვალებულისა, მონისა ღვთისა არჩილისა და დააწესოს იგი, სადაც წმინდანნი და მართალნი განისვენებენ. ჩვენ ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ეს არის მწუხარება მთელი საქართველოსთვის. ნათელში იყოს მისი სული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მისი სული ცოცხალი და მას სჭირდება ახლა ლოცვები. ჩვენთან არს ღმერთი", - ბრძანა პატრიარქმა.

არჩილ ტატუნაშვილი, თითქმის ერთი თვის წინ, 22 თებერვალს ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ, ტატუნაშვილის მშობლებს შვილის ცხედარი არ მისცა.

მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევისა, ცხედარი ოჯახს მას შემდეგ გადასცეს, როდესაც რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა და ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა.

მხოლოდ 28 დღის შემდეგ, წითელი ჯვრის მანქანები ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე შევიდნენ და არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოასვენებენ

ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 24 მარტს დაკრძალავენ.

დეკანოზი ილია: კანის ფერის გამო ადამიანის სიძულვილი ადამიანს განაშორებს ღმერთს

დეკანოზი ილია: კანის ფერის გამო ადამიანის სიძულვილი ადამიანს განაშორებს ღმერთს

3 საათის წინ

"რასიზმი კაცობრიობის ისტორიაში ერთერთი ყველაზე სამარცხვინო და საშინელი მოვლენაა: კანის ფერი არ განასხვავებს ადამიანურ ბუნებას, ყველა ვართ ადამის შვილები, ადამის მოდგმა, მოწოდებულნი ღვთის შვილობისათვის და განღმრთობისათვის! კანის ფერის...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068