დედა თამარი მეუფე იაკობზე: ერთი სული აქვს როდის გამოგლიჯოს უწმინდესს სკამი, რომ თვითონ დაჯდეს

დედა თამარი მეუფე იაკობზე: ერთი სული აქვს როდის გამოგლიჯოს უწმინდესს სკამი, რომ თვითონ დაჯდეს

ჯვრის მამის ტაძრის მონაზონი დედა თამარი, მეუფე იაკობს, პატრიარქის ტახტის დაკავების მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორც დედა თამარმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, მეუფე იაკობი იმ სამკურნალო თანხებს არ აძლევს, რომელიც მონაზონის თქმითვე, თავის ფონდიდან პატრიარქმა გამოუყო.

„იაკობს ჩემთვის რა გაუკეთებია, მაყვედრის, რომ მე მაგას საკმაოდ ბევრი რამე გავუკეთეო. თავისი ჯიბდან ხომ არ ამოიღო, უწმინდესის კურთხევით, უწმინდესის ფონდიდან წამლის ფულს რომ მაძლევს, იაკობი მიკეთებს ხალხო?! იქნებ მითხრათ?! ეს არის მკვლელი და ამას სახალხოდ ვაცხადებ, იმიტომ რომ მემუქრება. მაგათ თითი რომ გაეჭრებათ ავსტრიაში გარბიან სამკურნალოდ და თეთრი სახლის წინ დადის იაკობი ხომ ხედავთ, იმიტომ რომ საპატრიარქოს სკამზე დაჯდეს და ერთი სული აქვს როდის გამოგლიჯოს უწმნდესს სკამი, რომ თვითონ დაჯდეს“, - განაცხადა მონაზონმა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციითვე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ არც საპატრიარქოში და ტელეფონს ზარს არც მეუფე იაკობი პასუხობს.

გურჯაანში კაზინოს დაცვის თანამშრომლის მიერ ნაცემი პირი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

გურჯაანში კაზინოს დაცვის თანამშრომლის მიერ ნაცემი პირი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

1 საათის წინ

დაზარალებულის დედის, მარინა მაისურაძის ინფორმაციით, ნაცემია კიდევ ორი ახალგაზრდა.  „ჩემი შვილი უმძიმეს მდგომარეობაშია, ტვინის ოპერაცია გაუკეთდა. აპარატზეა შეერთებული ხელოვნური კვებით. როგორც მითხრეს, ჩემი შვილი შესულა კაზინოში, ტაქსის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036