პარლამენტის შენობაში, ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფინალური ტური და დაჯილდოება გაიმართა

პარლამენტის შენობაში, ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფინალური ტური და დაჯილდოება გაიმართა

  • iRegions.Ge
  • 22 მარტი, 2018
  • 08:36
  • ადმინისტრატორი

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანიც ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

ტყის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქ. ქუთაისში, პარლამენტის შენობაში, ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ნიკო კეცხოველის კონკურსი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი სასკოლო კონკურსია, რომელიც 2014 წელს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) მიერ პროექტის „ტყის მდგრადი მართვა“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტო ფინანსური მხარდაჭერით (ADC) დაარსდა. 2018 წელს კონკურსში საქართველოს ყველა რეგიონიდან დარეგისტრირებული 700 სკოლიდან, ნახევარფინალურ ეტაპზე 128 სკოლა გადავიდა, ხოლო ფინალისთვის 29 სკოლა შეირჩა.

კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ვიდეომიმართვები და მათ მიერ განხორციელებული „მწვანე ინიციატივების“ შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს მთელი წლის განმავლობაში გარემოსდაცვითი განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მდგრადი ტურიზმისა და გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულების პოპულარიზაციაში ეჯიბრებოდნენ. 29 ფინალისტი სკოლიდან 3 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, ფინალში მონაწილე საჯარო სკოლების მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციით გაფორმებული კერამიკული მინიატურა ეროვნული სატყეო სააგენტოს რჩეულს, გორის N12 საჯარო სკოლას გადაეცა.

კონკურსის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

დაჯილდოების ცერემონიას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა ესწრებოდნენ. 

ნიკო კეცხოველი 2018-ის გამარჯვებულები: ||| ადგილი ოტობაიას სკოლა, || ადგილი მარადისის სკოლა, | ადგილი ლაითურის სკოლა.

"ფანჯარას ვერ გააღებ ზაფხულში", - ლანჩხუთის მოსახლეობა ჰაიდელბერგ-ცემენტის მუშაობას აპროტესტებს

23 აპრილი, 2018

გურიაში, სუფსაში არსებულ ჰაიდელბერგ-ცემენტის ადმინისტრაციული შენობის ლანჩუთის მუნციპალიტეტის მოსახლეობა შეიკრიბა და აქციას მართავს, სოფელი სუფსისა და ტაბანას მოსახლეობა ქარხნის მუშაობას აპროტესტებს და აცხადებენ, რომ არსებული ქარხანა...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085