"ნაცმოძრაობის" დეპუტატებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

  • iRegions.Ge
  • 21 მარტი, 2018
  • 08:55
  • ადმინისტრატორი

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეზოლუციის პროექტი "ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე" უნდა უყარონ კენჭი.

მეორე საკითხი კი კონსტიტუციური კანონის პროექტი "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ მესამე მოსმენით უნდა დაამტკიცოს." ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მართველი გუნდი რეზოლუციით ცდილობს ჟენევის ფორმატის გადაფარვას, კონსტიტუციურ კანონინის ცვლილებში კი მათი შენიშვნები "ქართულმა ოცნებამ" არ გაითვალისწინა.

"აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩანიშნულ სესიას არ დავესწრებით, რამდენიმე მიზეზის გამო. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი დამოკიდებულება აჭარის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი არაერთი შენიშვნა არ გაითვალისწინეს. დღის წესრიგით მეორე საკითხის თანახმად უმაღლესმა საბჭომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია უნდა მიიღოს. სწორედ ამას ვითხოვდით, თუმცა დროში გაიწელა. იმიტომ რომ ეს ემსახურებოდა ერთ საკითხს გადაფარულიყო ის რაც ჩაიდინა საქართველომ ჟენევის ფორნატთან დაკავსირებით, სადაც საქართველოს მთავრობა ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებას ჩადის. იგი თანხმობას აცხადებს, რომ ამ ფორმატში მხარეებდა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იყოს, ამიტომ ჩვენ დღევანდელ სხდომას ვტოვებთ." - განუცხადა "აიპრესს" გიორგი დიასამიძემ.

"ნაციონალების" ბოიკოტი უმრავლესობის წევრმა ლადო მგალობლიშვილმა შეაფასა:

"თითიდან გამოწოვილი მიზეზებით ცდილობს ბოლო რამდენინე დღეა ნაციონალური მოძრაობა აჭარის ხელისუფლების კორუფციაში დადანაშაულება, მოსიარულე ფოსტალიონებივით დადიან ქუჩაში, შეეძლოთ დებატები აქ გაემართათ, მათი მიზანია ხელისუფლების დისკრედიტაცია"-განაცხადა ქართული ოცნებისს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა

სხდომას "ევროპული საქართველოსა" და ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლები ესწრებიან.

"ფანჯარას ვერ გააღებ ზაფხულში", - ლანჩხუთის მოსახლეობა ჰაიდელბერგ-ცემენტის მუშაობას აპროტესტებს

23 აპრილი, 2018

გურიაში, სუფსაში არსებულ ჰაიდელბერგ-ცემენტის ადმინისტრაციული შენობის ლანჩუთის მუნციპალიტეტის მოსახლეობა შეიკრიბა და აქციას მართავს, სოფელი სუფსისა და ტაბანას მოსახლეობა ქარხნის მუშაობას აპროტესტებს და აცხადებენ, რომ არსებული ქარხანა...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085