"ევროპული საქართველო": სახელმწიფო ქალებს ხშირად დაუცველსა და მარტოს ტოვებს მოძალადის პირისპირ

"ევროპული საქართველო": სახელმწიფო ქალებს ხშირად დაუცველსა და მარტოს ტოვებს მოძალადის პირისპირ

"ვაიძულოთ ხელისუფლება აღმოფხვრას ქალებზე ძალადობა",- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" გნაცხადებაშია ნათქვამი.

პარტიის წევრები აცხადებენ, ქალებთან ძალადობის კუთხით კანონმდებლობა დასახვეწია. 

"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ ქალების შევიწროებისა და მათზე ძალადობის შემაშფოთებელი ისტორიები. პირველ რიგში, იმ ქალებს ვეხმიანებით, რომლებმაც გამბედაობა მოიკრიბეს და შევიწროების საკუთარი გამოცდილებები გაახმიანეს. მათი სიმტკიცე დასაფასებელია, ხოლო მაგალითი მისაბაძი.

სამწუხაროდ, პოლიტიკურ და საჯარო დებატში ნაკლებადაა განხილული ის პრობლემები, რომლის წინაშეც ქალები დგანან. ქალები არ არიან პოლიტიკაში საკმარისად წარმოდგენილები. ჩვენ გვჯერა, რომ შიდა პარტიული დემოკრატიისა და კონკურენციის განვითარება, რომელიც მხოლოდ მერიტოკრატიაზე იქნება დაფუძნებული, ამ მიმართულებით ყველაზე მეტ და ძირეულ ცვლილებას მოიტანს.

სახელმწიფო ქალებს ხშირად დაუცველსა და მარტოს ტოვებს მოძალადის პირისპირ. ამაზე ოჯახური ძალადობის შემაშფოთებელი სტატისტიკაც მეტყველებს. პოლიციელებმა, პროკურორებმა და მოსამართლეებმა პირნათლად უნდა დაიწყონ საკუთარი მოვალეობის შესრულება, ხოლო სახელმწიფოს პრიორიტეტი ძალადობის აღმოფხვრა უნდა გახდეს. ამას ხელისუფლების პოლიტიკური ნება სჭირდება, რადგან კანონი ეფექტურ ინსტრუმენტს იძლევა მოძალადის დასასჯელად.

ამავდროულად, ვფიქრობთ, რომ დასახვეწია კანონმდებლობაც, რათა მოძალადეს ხელიდან გამოეცალოს ის ბერკეტები, რითაც შეიძლება პასუხისმგებლობა აირიდოს თავიდან.

ჩვენ მზად ვართ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალებზე ძალადობის აღმოსაფხვრელად", - აცხადებენ "ევროპულ საქართველოში". 



 

პრემიერი: "ქართულ ოცნებას" ეყოლება ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი

პრემიერი: "ქართულ ოცნებას" ეყოლება ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი

44 წუთის წინ

"ჩვენ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენს პარტიას ეყოლება ღირსეული კანდიდატი. რა თქმა უნდა, იმის იმედი გვაქვს, რომ “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ღირსეულ სიტყვას იტყვის. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068