თეატრალური პრემია "დურუჯი" 2017-2018 წლების საიუბილეო სეზონზე განაცხადების მიღებას იწყებს

თეატრალური პრემია "დურუჯი" 2017-2018 წლების საიუბილეო სეზონზე განაცხადების მიღებას იწყებს

20 მარტიდან თეატრალური პრემია „დურუჯი“ 2017-2018 წლების საიუბილეო სეზონისთვის განაცხადების მიღებას იწყებს. დაჯილდოვებაში მონაწილეობის მიღება საქართველოში რეგისტრირებულ ყველა სახელმწიფო თუ კერძო თეატრსა და თეატრალური სფეროს პროფესიონალთა ჯგუფს შეუძლია. 

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, ფულად პრემიასთან ერთად, სპონსორებისგან დაწესებულ პრიზებს მიიღებენ. ამასთან, საუკეთესო სარეჟისორო დებიუტისთვის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური ფულადი პრემია გაიცემა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 28 აპრილია.

წელს თეატრალური პრემია „დურუჯი“ 10 წლის ხდება. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დაჯილდოვების ცერემონიალი ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება. გამარჯვებულებები სწორედ ამ ცერემონიალზე გამოცხადდება.

შეგახსენებთ საქველმოქმედო ფონდი „ცისკარი“, კომპანია „რედიქსის“ ხელშეწყობით, თეატრალური სფეროს წარმომადგენლებს პრემია „დურუჯს“ 2008 წლიდან გადასცემს. პრემია 5 ნომინაციაში გაიცემა. იგი მიზნად თეატრალური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს. 

დღეს თბილისში უკრაინული კინოს ფესტივალი "უკრაინა ფოკუსში" გაიხსნება

დღეს თბილისში უკრაინული კინოს ფესტივალი "უკრაინა ფოკუსში" გაიხსნება

3 საათის წინ

20:00 საათზე ფესტივალის სტუმრებისთვის სპეციალური მიღება გაიმართება, 21:00 საათზე მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები ორგანიზატორებთან ერთად მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან დამსწრე საზოგადოების წინაშე, რის შემდეგაც ფესტივალის...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085