19 მარტს ფოლკლორის ცენტრში "მოყვარეს“ პირველი აუდიოალბომის პრეზენტაცია გაიმართება

19 მარტს ფოლკლორის ცენტრში "მოყვარეს“ პირველი აუდიოალბომის პრეზენტაცია გაიმართება

2018 წლის 19 მარტს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის ფოლკლორულ ანსამბლ "მოყვარეს“ პირველი აუდიოალბომის პრეზენტაცია (საექსპედიციო ჩანაწერები). გამოცემა ეძღვნება ქართული ფოლკლორის მოამაგეს, ანსამბლის უხუცეს წევრსა და ლოტბარს, თურმანიძეთა მომღერალი გვარის ტრადიციების ღირსეულ გამგრძელებელსა და დიდი ოჯახის უფროსს - ამირან თურმანიძეს.

აუდიოდისკი ჩაიწერა და გამოსაცემად მოამზადა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა: ხმის რეჟისორი - არჩილ ბურჭულაძე, დიზაინერი - გიორგი დემტრაშვილი; შემოქმედებითი ჯგუფი - ნანა ვალიშვილი, ბაია ასიეშვილი, თეა კასაბური.

პრეზენტაციაზე ანსამბლი „მოყვარე“ შეასრულებს სიმღერებს აუდიოალბომიდან. დასაწყისი 19:00 საათზე.

დღეს თბილისში უკრაინული კინოს ფესტივალი "უკრაინა ფოკუსში" გაიხსნება

დღეს თბილისში უკრაინული კინოს ფესტივალი "უკრაინა ფოკუსში" გაიხსნება

3 საათის წინ

20:00 საათზე ფესტივალის სტუმრებისთვის სპეციალური მიღება გაიმართება, 21:00 საათზე მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები ორგანიზატორებთან ერთად მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან დამსწრე საზოგადოების წინაშე, რის შემდეგაც ფესტივალის...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085