გვარამია: ილია II-ს ვუთხარი, რომ დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან საუბარს ვაპირებ

გვარამია: ილია II-ს ვუთხარი, რომ დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან საუბარს ვაპირებ

"რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რამდენიმე დღის წინ „ციანიდის საქმეში“ მსჯავრდებულს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს საპატიმროში ადვოკატის სტატუსით შეხვდა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ „ღრმა შოკში ვარ არა მარტო მოსმენილით, ცხოვრებაში პირველად 2 საათი ვესაუბრებოდი ნამდვილ მძევალს".

დეკანოზ მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ, ნიკა გვარამია საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა. მან შეხვედრის დეტალებზე გადაცემა „შაბათის კურიერში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატრიარქისგან აქვს კურთხევა, რომ მივიდეს პრეზიდენტთან და მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების შესახებ ესაუბროს.

"პატრიარქმა იცოდა, რომ მე „ციანიდის საქმის“ გამო ვიყავი მისული. 

მან მითხრა, რომ არ ვიცი ბოლომდე ეს საქმე, იმიტომ რომ ბევრი ახსნა და სიმართლე მივიღე, ბჭყალებში ალბათ, არამგონია ბევრი იყოს სიმართლე, ერთია.

ბევრი პოზიცია მოვისმინე და მაინტერესებს, შენ რას ფიქრობო. მე ვუთხარი, რომ დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანი უდანაშაულოა-მეთქი. შემდეგ მომაყოლა, რატომ მგონია, რომ უდანაშაულოა და ამაზე ვილაპარაკეთ დიდი ხნის განმავლობაში. მე ახლა ვყვები ამ შიდა საუბარს, რადგან მე მაქვს ამაზე კურთხევა პატრიარქისგან. და მეორე კურთხევა მაქვს აღებული, ამაზე მოგვიანებით.....", - განაცხადა გვარამიამ. 

-რა რეაქცია ჰქონდა პატრიარქს, როდესაც თქვენ მიაწოდეთ მას ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ გეგმავდით პრეზიდენტთან შეხვედრას?

"ზუსტად მაგაზეა ეს მეორე კურთხევა... მე ბოლო-ბოლო ამაზე რომ ვისაურბე, მეც ვუთხარი ჩემი პოზიცია, ვუთხარი რას ამბობს მამალაძე, ვუთხარი ჩემი დამოკიდებულება ამის მიმართ."

-საინტერესეოა რა დამოკიდებულება დაინახეთ პატრარქის პატიმრობაში მყოფ მღვდელთან დაკავშირებით?

"ძალიან თანამგრძნობი. ბევრი არ უსაუბრია პატრიარქს ამ თემაზე და მეც არ შემიწუხებია, რას ფიქრობთ და აბა როგორ იქნება კარგი - არა ნამდვილად. მე უბრალოდ ჩემი აზრი ვუთხარი და მინდოდა მასთან რაღაც კონკრეტული შეთანხმება. სხვა შემთხვევაში მე ამას არ გავაკეთებდი, რადგან საკითხი ეხება ეკლესიას, მის სამწყსოს და ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე ეს მისთვის შემეთანხებია. მისი დამოკიდებულება, რომ ნეგატიური ყოფილიყო, არ დავმალავ და დავფიქრდებოდი ამაზე ნამდვილად. 

ვუთხარი, რომ ვაპირებ პრეზიდენტთან საუბარს, მისვლას, შეხვედრის თხოვნას და საუბარს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით. მან მკითხა, ხომ არ იცი, რატომ არ არის ამდენი ხანი დეკანოზი შეწყალებული, რაზეც ვუთხარი, რომ არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ვაპირებ პრეზიდენტთან საუბარს. მითხრა, რომ თუ მე დარწმუნებული ვარ ჩემს პოზიციაში და ვთვლი საჭიროდ, რომ უნდა მივიდე, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო და რა თქმა უნდა მე ამას გავაკეთებ."

შეგახსენებთ, რომ გუშინ "შაბათის კურიერის“ ეთერში გასვლამდე, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ნიკა გვარამიასა და პატრიარქს შორის შეხვედრა პატრიარქის ინიციატივით არ მომხდარა. 

გურჯაანში კაზინოს დაცვის თანამშრომლის მიერ ნაცემი პირი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

გურჯაანში კაზინოს დაცვის თანამშრომლის მიერ ნაცემი პირი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

1 საათის წინ

დაზარალებულის დედის, მარინა მაისურაძის ინფორმაციით, ნაცემია კიდევ ორი ახალგაზრდა.  „ჩემი შვილი უმძიმეს მდგომარეობაშია, ტვინის ოპერაცია გაუკეთდა. აპარატზეა შეერთებული ხელოვნური კვებით. როგორც მითხრეს, ჩემი შვილი შესულა კაზინოში, ტაქსის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036