საპატრიარქო: ინფორმაცია, რომ გვარამიასა და პატრიარქის შეხვედრა ილია II-ის ინიციატივით მოხდა, არასწორია

საპატრიარქო: ინფორმაცია, რომ გვარამიასა და პატრიარქის შეხვედრა ილია II-ის ინიციატივით მოხდა, არასწორია

საქართველოს საპატრქიარო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ, ილია მეორესა და "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ, ნიკა გვარამიას შორის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: 

"ა.წ. 15 მარტს, ხუთშაბათს, შედგა ,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ბ-ნ ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიას შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.

სამწუხაროდ, იმ დღესვე გავრცელდა და ,,შაბათის კურიერის“ ,,პრომოშიც“ გამეორდა აზრი იმის შესახებ, თითქოს ეს შეხვედრა მოხდა მისი უწმინდესობის, ილია II-ის ინიციატივით, რაც არასწორია.

ბ-ნმა ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიამ თვითონ ითხოვა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა, შუამავლობა კი გაწია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი). ამას ადასტურებს მეუფე ვახტანგიც და კათოლიკოს-პატრიარქიც.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ბ-ნი ნ. გვარამიას მოსვლის მიზანი იყო, ეთქვა მისი უწმინდესობისათვის, რომ სურდა, ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ, რადგან მას, როგორც იურისტს, მიაჩნია, რომ დეკანოზი ამას იმსახურებს.

კათოლიკოს-პატრიარქმა უპასუხა, რომ მას მამა გიორგის დაჭერა არ მოუსურვებია და საქმის საგამოძიებო დეტალებიც არ იცის, ამდენად მისი (ანუ ნ.გვარამიას) ნებაა, თუ როგორ იმოქმედებს.

P.S. რომ არა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შესახებ გაჟღერებული არასწორი ინფორმაცია, ეს განმარტება არ გაკეთდებოდა", - ნათქვამია განცხადებაში. 

გურჯაანში კაზინოს დაცვის თანამშრომლის მიერ ნაცემი პირი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

გურჯაანში კაზინოს დაცვის თანამშრომლის მიერ ნაცემი პირი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

1 საათის წინ

დაზარალებულის დედის, მარინა მაისურაძის ინფორმაციით, ნაცემია კიდევ ორი ახალგაზრდა.  „ჩემი შვილი უმძიმეს მდგომარეობაშია, ტვინის ოპერაცია გაუკეთდა. აპარატზეა შეერთებული ხელოვნური კვებით. როგორც მითხრეს, ჩემი შვილი შესულა კაზინოში, ტაქსის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036