ფოთის თეატრი სპექტაკლებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამართავს

ფოთის თეატრი სპექტაკლებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამართავს

"ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, შენობის  რეაბილიტაციის დასრულებამდე  სპექტაკლებს  საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამართავს“- ამის შესახებ „აიპრესს“ თეატრის  დირექტორმა თენგიზ ხუხიამ განუცხადა. 

ამჯერად დასი  მაყურებლის  წინაშე, ბასა ჯანიკაშვილის პიესის მიხედვით დადგმლი სპექტაკლის „დიქტატურას“ წარსადგენად ემზადება, რომელსაც  თბილისში, ილიაუნის თეატრის სცენაზე ითამაშებენ.

„ფოთის თეატრის სცენის ნაცვლად, სპექტაკლ "დიქტატურას", 20 მარტს თბილისში, ილიაუნის თეატრის სცენაზე ვითამაშებთ. რეპეტიციებს, რომლებიც აუცილებელია სპექტაკლის სრულყოფილად ჩასატარებლად, რუსთაველის თეატრში გავივლით. საკმაოდ ბევრი პროექტი გვაქ ჩაშვებული და ვაპირებთ არა მარტო თბილისში არამედ საქართველოს სხვა ქალაქების თეატრები შემოვიაროთ. უახლოს დღეებში შენობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ველოდებით ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას  და ამის შემდეგ კონკრეტულად განვსაზღვრავთ ჩვენს სამოქმედო გეგმას“, - აღნიშნა თენგიზ ხუხიამ.

შეგახსენებთ,  მიმდინარე წლის 6 თებერვალს  თეატრის  ფოიეში ჭერის დიდი ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა.

ფოთის თეატრი საზეიმო ვითარებაში 2014 წელს გაიხსნა, ის 9 წლის მანძილზე შენდებოდა,რისთვისაც ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ქართული კინოს ტრიუმფი პეკინის კინოფესტივალზე - 4 პრიზი  და დიდი აღიარება

ქართული კინოს ტრიუმფი პეკინის კინოფესტივალზე - 4 პრიზი და დიდი აღიარება

4 საათის წინ

Tiantan Award საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ანა ურუშაძემ მოიპოვა და მას ეს ჯილდო თავად კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ვონგ კარ ვაიმ გადასცა; Tiantan Award საუკეთესო რეჟისურისთვის მარიამ ხაჭვანს ერგო; Tiantan Award საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ნატო...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036