გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საპროტესტო აქციის მონაწილეებს პასუხობს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საპროტესტო აქციის მონაწილეებს პასუხობს

  • iRegions.Ge
  • 16 მარტი, 2018
  • 13:54
  • ადმინისტრატორი

ქალაქ ქუთაისში გაფრინდაშვილის ქუჩაზე წყლის მილების შეცვლის სამუშაოებთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციის საპასუხოდ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განმარტავს:

ქალაქ ქუთაისში გაფრინდაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების მილების რეაბილიტაცია 2010 წელს განხორციელდა. აღნიშნული მილები არის დაბალი ხარისხის, ვერ უძლებს წნევის დატვირთვას და ხშირია დაზიანებები. ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის - II ფაზის პროექტით კი გათვალისწინებულია მაღალი წნევის მილების მოწყობა.

გაფრინდაშვილის ქუჩაზე გამავალ მილსადენზე 2017 წლის განმავლობაში დაახლოებით 40-მდე წერტილოვანი დაზიანება დაფიქსირდა. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, 2017 წლის 18 დეკემბერს მოსახლეობამ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას კოლექტიური განცხადებით მომართა, შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწვეტილება, რომ მიმდინარე პროექტში შევიდეს ცვლილება და გაფრინდაშვილისა და სხირტლაძის ქუჩებზე არსებული მილი შეიცვალოს დ=110მმ, 16 ატმოსფერული წნევის სიმძლავრის მილით.

ამის შესახებ ინფორმაციის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

შუახევში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

შუახევში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

19 აპრილი, 2018

დედაენის დღის კვირეულის ფარგლებში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, შუახევის კულტურის ცენტრში. ღონისძიება შუახევის მოსწავლე-ახალგაზრდობის განყოფილების აღსაზრდელების და ინწკირვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036