ელისო ბოლქვაძე: Check in Georgia დიდი ხელშეწყობაა ქვეყნისა და მისი კულტურისთვის

ელისო ბოლქვაძე: Check in Georgia დიდი ხელშეწყობაა ქვეყნისა და მისი კულტურისთვის

"Check in Georgia-ს არსებობა ძალიან დიდი მოვლენაა საქართველოში და დიდი ხელშეწყობაა ქვეყნისა და მისი კულტურისთვის", - ამის შესახებ ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ბათუმის მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელმა ელისო ბოლქვაძემ Check in Georgia-ს 2018 წლის პრეზენტაციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი "იუნესკოს" პატრონაჟით ტარდება და ეს არის უნიკალური შემთხვევა, რადგან ფესტივალი აკმაყოფილებს ყველა იმ ღირებულებას, რაც "იუნესკოსთვის" და კონკრეტულად, საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი.

"ფესტივალზე ახალგაზრდა მუსიკოსებისა და ბავშვების დიდი კონცენტრირებაა, რომლებიც მერე საზღვარგარეთ არიან მიწვეული სხვადასხვა ფესტივალებსა და მასტერკლასებზე. ფესტივალი ასევე მოიცავს რეგიონებში სკოლების ჩართულობასა და პოტენციური მსმენელის ჩამოყალიბებას. ასე რომ, თავისი ხასიათითა და მნიშვნელობით, ბათუმის მუსიკალური ფესტივალი არის საყურადღებო და ბედნიერები ვართ, რომ Check in Georgia-ს პროექტში ვმონაწილეობთ", - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

Check in Georgia-ს ფარგლებში ბათუმის მეექვსე მუსიკალური ფესტივალი ბათუმში 2-13 სექტემბერს გაიმართება.

ქართული კინოს ტრიუმფი პეკინის კინოფესტივალზე - 4 პრიზი  და დიდი აღიარება

ქართული კინოს ტრიუმფი პეკინის კინოფესტივალზე - 4 პრიზი და დიდი აღიარება

4 საათის წინ

Tiantan Award საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის ანა ურუშაძემ მოიპოვა და მას ეს ჯილდო თავად კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა ვონგ კარ ვაიმ გადასცა; Tiantan Award საუკეთესო რეჟისურისთვის მარიამ ხაჭვანს ერგო; Tiantan Award საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ნატო...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036