თურქეთი და ერაყი ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ერთობლივ სამხედრო ოპერაციას დაიწყებენ

თურქეთი და ერაყი ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ერთობლივ სამხედრო ოპერაციას დაიწყებენ

თურქეთისა და ერაყის ხელისუფლება ჩრდილოეთ ერაყში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ერთობლივ სამხედრო ოპერაციას დაიწყებენ. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა,-ინფორმაციას CNN Turk- ი ავრცელებს.

ჩავუშოღლუს განცხადებით, ერაყის ხელისუფლება ერთობლივ ოპერაციას 12 მაისს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყებს.

"ერაყის მთავრობას ქვეყნის ტერორისტული ორგანიზაციებისგან გაწმენდა სურს," - განაცხადა თურქმა მინისტრმა.

ამ ეტაპზე ანკარა ქურთების წინააღმდეგ სირიის პროვინციაში ოპერაციას უკვე აწარმოებს.
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიუხედავად, რომელიც 30 დღიანი ზავის ამოქმედებას ითვალისწინებდა, სირიაში, აღმოსავლეთ გუტაში ავიაიერიშები არ შეწყვეტილა.

შეგახსენებთ,აღმოსავლეთ ნაწილში, სავარაუდოდ, სირიისა და რუსული თვითმფრინავების ერთობლივი ავიაიერიშების შედეგად 505 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 123 ბავშვი. 24 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში 30 დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

დემოკრატებმა რუსეთის, ტრამპის შტაბისა და WikiLeaks-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

დემოკრატებმა რუსეთის, ტრამპის შტაბისა და WikiLeaks-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

13 საათის წინ

სარჩელში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი რუსეთის მთავრობასთან ერთად შეთქმულებაში მონაწილეობდა, რათა არჩევნებში მისი ოპონენტის, დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის დისკრედიტაცია მოეხდინა. დემოკრატები...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036