"ლოკომოტივი" საკუთარ მოედანზე "სამტრედიასთან" დამარცხდა

"ლოკომოტივი" საკუთარ მოედანზე "სამტრედიასთან" დამარცხდა

ეროვნული საფეხბურთო ლიგა 1-ის პირველი ტურის მესამე შეხვედრა თბილისის "ლოკომოტივსა" და სამტრედიის "სამტრედიას" შორის, სტუმართა გამარჯვებით - 1:2 დასრულდა.

ანგარიში, შესანიშნავი საჯარიმოთი, მე-13 წუთზე გიორგი ერისთანვმა გახსნა. პასუხად, "ლოკომოტივმა" 50-ე წუთზე, თეიმურაზ შონიას 11-მეტრიანით გაათანაბრა.

სამტრედიელთა ლეგიონერმა, მაიკლ ოლაიტანმა 69-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა. მიუხედავად მცდელობისა, მასპინძლებმა თამაშის საერთო სურათის შეცვლა ვეღარ შეძლეს.

პირველ ტურში ჩატარებული სამი დაპირისპირებიდან, ორში სტუმრებმა იმარჯვეს. მოქმედმა ჩემპიონმა "ტორპედომაც" "დილასთან" შინ 2:3 წააგო, საჩხერის "ჩიხურამ" კი ფოთის "კოლხეთი" 6:1 გაანადგურა.

18:00 საათზე სტარტს აიღებს თბილისის "დინამოსა" და "რუსთავის" დაპირისპირება, ხოლო პირველ ტურს "საბურთალოსა" და "სიონის" შეხვედრა დაასრულებს. 

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩეპიონატზე პირველი მარცხი განიცადა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩეპიონატზე პირველი მარცხი განიცადა

14 საათის წინ

მეოთხე შეხვედრა ქართველი ჰოკეისტებისთვის ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა და ყველაფერი მესამე პერიოდში გაირკვა. მეორე პერიოდი 2:2 დასრულდა, მესამეს დასაწყისში მასპინძლები დაწინაურდნენ, შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე საქართველოს გათანაბრების...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036