ხობში, შუა ხორგა-ყულევის დამაკავშირებელ 16 კმ-იან გზას რეაბილიტაცია უტარდება

ხობში, შუა ხორგა-ყულევის დამაკავშირებელ 16 კმ-იან გზას რეაბილიტაცია უტარდება

  • iRegions.Ge
  • 02 მარტი, 2018
  • 12:49
  • ადმინისტრატორი

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუა ხორგა-ყულევის დამაკავშირებელ 16 კმ-იან საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება. აღნიშნული გზა მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე „შავი ზღვის ტერმინალი“-ს მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისთვის.

მიმდინარე სამუშაოების ტემპები ადგილზე შეამოწმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ხობის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი (დაჩი) ბერაიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. 

სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ შუა ხორგაში იწყება და სოფელ ყულევში- ნავთობ-ტერმინალის შესასვლელთან სრულდება. აღნიშნული მონაკვეთს კაპიტალური შეკეთება ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია. საავტომობილო გზა დაზიანებული იყო, რაც ვერ უზრუნველყოფდა ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

პროექტის ფარგლებში მოხდება ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარის მოწყობა, ხელოვნური ნაგებობებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების აღდგენა. ასევე, ლითონის მილების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და შემოფარგვლა. ამ ეტაპზე, კი ეზოში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა მიმდინარეობს. ასფალტ-ბეტონის ქვედა ფენის დაგება დასრულებულია. 

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 688 800 ლარია. სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ივნისში დაიწყო და 2018 წლის აგვისტოში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 
 

"ფანჯარას ვერ გააღებ ზაფხულში", - ლანჩხუთის მოსახლეობა ჰაიდელბერგ-ცემენტის მუშაობას აპროტესტებს

23 აპრილი, 2018

გურიაში, სუფსაში არსებულ ჰაიდელბერგ-ცემენტის ადმინისტრაციული შენობის ლანჩუთის მუნციპალიტეტის მოსახლეობა შეიკრიბა და აქციას მართავს, სოფელი სუფსისა და ტაბანას მოსახლეობა ქარხნის მუშაობას აპროტესტებს და აცხადებენ, რომ არსებული ქარხანა...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085