„ამ საქმეებით ჩრდილი ადგება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას, რომლის გაკეთებასაც ჩვენ ვცდილობთ ამ ქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე არ ეხებოდა მის სამსახურებრივ საქმიანობას. ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში და ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ სტატუსს, ჩვენი სახელმწიფო შეურიგებელი იქნება სამოხელეო დანაშაულებთან და ზოგადად დანაშაულთან", - განაცხადა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.
შეხვედრას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარლამენტის წევრები ესწრებიან.