იან კელი: ილია მეორე განასახიერებს ეროვნულ სულს და მისი როლი აღემატება პოლიტიკას!

იან კელი: ილია მეორე განასახიერებს ეროვნულ სულს და მისი როლი აღემატება პოლიტიკას!

საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, საქართველოში ჩამოსვლისთანავე მეგობრული ურთიერთობა დაამყარა აქტიურ პოლიტიკოსებთან: დავით უსუფაშვილთან, ირაკლი ალასანიასთან, გიორგი კვირიკაშვილთან და უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძესთან.

ელჩის განცხადებით, მათ შორის არიან ეკლესიის წინამძღოლები, საზოგადოების ექსპერტები და გამოჩენილი ჟურნალისტები.
 
„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვარდების რევოლუციის შემდგომი რეფორმების გასაოცარმა ტემპმა, ასევე ახალი მთავრობის ამბიციურმა დღის წესრიგმა შემდგომიგანვითარებისთვის. საქართველოს რეგიონულ ცენტრებში მოგზაურობისას, მაგალითად როგორიცაა მთიანი მესტია ან ხალხმრავალი, ზღვისპირა ბათუმი, ჩემში აღტაცებასიწვევდა არა მხოლოდ საქართველოს მდიდარი კულტურა და ისტორია, არამედ მისი სწრაფი სვლა მომავლისკენ.
 
ჩამოსვლიდან პირველი თვეების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობები დავამყარე აქტიურ ლიდერებთან: პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილთან, იმ დროსეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან, უმცირესობის ლიდერთან დავით ბაქრაძესთან და ბევრ სხვასთან, მათ შორისარიან ეკლესიის წინამძღოლები, სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტები და გამოჩენილი ჟურნალისტები. მე შევხვდი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისპატრიარქს, ადამიანს, რომლის როლი აღემატება პოლიტიკას და განასახიერებს ეროვნულ სულს. ყველა ამ ადამიანს ერთი რამ ჰქონდათ საერთო: ქვეყნის სიყვარული და მისიწინსვლის ერთგულება.
 
დაძაბული და უთანხმოების გამომწვევი პოლიტიკური ატმოსფეროს მიუხედავად, ერთი რამეა რაზედაც ყველა ის ადამიანი, რომელსაც მე შევხვედრილვარ, თანხმდება: საქართველოს მომავალი დასავლეთთანაა”, - განაცხადა იან კელიმ თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში, სადაც დააანონსა, რომ მარტის ბოლოს ელჩობას ასრულებს და ასევე ამთავრებს 33-წლიან დიპლომატიურ მოღვაწეობას.
"ქართული ოცნება" ონისა და ამბროლაურის ადგილობირივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს აირჩევს

"ქართული ოცნება" ონისა და ამბროლაურის ადგილობირივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს აირჩევს

26 წუთის წინ

შეხვედრას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარლამენტის წევრები ესწრებიან.

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036