თბილისში 9 945 ძირი ხის სანიტარული ჭრა მიმდინარეობს

თბილისში 9 945 ძირი ხის სანიტარული ჭრა მიმდინარეობს

ამის შესახებ განცხადებას შპს "თბილსერვის ჯგუფის" ავრცელებს.

"შპს "თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქსა და მის შემოგარენში მწვანე ნარგავების გეგმიურ სხვლა-ფორმირებას და სანიტარულ ჭრებს ახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტიანი და მავნებლებით დაზიანებული ხეების სანიტარული ჭრა,
რომლებიც თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მიერ არის შეფასებული და მონიშნული.

"თბილსერვის ჯგუფი" სანიტარულ ჭრებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ბაგებში 291 ძირი, ტაბახმელა-კოჯორი-ბეთანიის გზაზე 3618 ძირი, ი. ბერიტიშვილის ქუჩის გასწვრივ 158 ძირი და ჯიქიას სასაფლაოს მიმდებარედ 5 878 ძირი ხის სანიტარული ჭრა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

"თბილისის პარკინგმა" დღეიდან "სიტი პარკი" ჩაანაცვლა

10 აპრილი, 2018

თბილისის მერმა კახა კალაძემ ცაბაძის ქუჩაზე „თბილისის პარკინგის“ ახალი ცენტრალურ ოფისი სატრანსპორტო კომპანიის დირექტორთან, მამუკა კობახიძესთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან დედაქალაქის პარკირების სისტემის...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085