სოფიო კილაძე მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავათებზე: ეს არის უპრეცედენტო პროექტი

სოფიო კილაძე მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავათებზე: ეს არის უპრეცედენტო პროექტი

"პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის ინიციატივა მცირე მეწარმეებისათვის საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოციალური და ეკონომიკური უფლებების სტანდარტს ჩვენს საზოგადოებაში", - ამის შესახებ  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა.

"ეს არის უპრეცედენტო, მასშტაბური პროექტი, რომელსაც მოჰყვება უამრავი წელში გამართული მეწარმე და ახალი სამეწარმეო ინიციატივები, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად, სოციალურად შეჭირვებულ, შრომისუნარიან ადამიანებს გაუჩნდებათ დასაქმების, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შანსი და შესაბამისად, შემოსავლის ახალი წყარო, რაც მათი და მათი ოჯახების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს. სახელმწიფოს მიეცემა შესაძლებლობა მეტი რესურსი მიმართოს და უფრო მეტად იზრუნოს სწორედ იმ ადამიანებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა.


ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა იქნება დიდი ნაბიჯი, გადადგმული იმ მიზნის მიღწევისკენ, რომელიც დავისახეთ ჩვენ სოციალური სახელმწიფოს პრინციპის საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებისას", - აღნიშნა კილაძემ.
 

"თბილისის პარკინგმა" დღეიდან "სიტი პარკი" ჩაანაცვლა

10 აპრილი, 2018

თბილისის მერმა კახა კალაძემ ცაბაძის ქუჩაზე „თბილისის პარკინგის“ ახალი ცენტრალურ ოფისი სატრანსპორტო კომპანიის დირექტორთან, მამუკა კობახიძესთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან დედაქალაქის პარკირების სისტემის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036