დაბა ხულოში პირველი ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა

დაბა ხულოში პირველი ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა

  • iRegions.Ge
  • 14 თებერვალი, 2018
  • 18:22
  • ადმინისტრატორი

დაბა ხულოში პირველი ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა. კლინიკის გახსნას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი გოჩა მელაძე, ფონდი CARD - დირექტორი გაგიკ სარდარიანი, დონორი ორგანიზაციის ADA- ს და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობა აჭარაში.

კლინიკის მშენებლობა ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და ფონდ CARD-ის დახმარებით პროექტ «ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სომხეთსა და საქართველოში“ მეორე ფაზის ფარგლებში განხორციელდა. ვეტერინარულ კლინიკაში, რომლის საერთო ფართი 60კვ.მ.-ია, განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. მისი გახსნა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული მიმართულების - მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში მოხდება.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციიით კლინიკის მშენებლობის ბიუჯეტი 47 734 ლარია. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროექტის ფარგლებში რეგიონში ჯამში 6 სადემონსტრაციო პროექტი განხორციელდა.

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517