პროკურატურამ გლდანის ციხეში მომხდარზე გამოძიება პატიმრის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაიწყო

ადმინისტრატორი

ამის შესახებ "აიპრესთან" მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძრვანელმა ნათია სუხიაშვილმა განაცხაა.

"ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გამოსაძიებლად გადაეცა მსჯავრდებულ ნ.ჩ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა გამოკითხვის პროცესი. მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - განაცხადა სუხიაშვილმა.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით: "მსჯავრდებულმა ჩ.ნ.-მ 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება. მომხდარიდან 7 წუთის განმავლობაში ის გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს".

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, მჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. ჩ.ნ საკანში სამ თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა.

"პატიმარი ჩ.ნ. პენიტენციურ დაწესებულებაში 2014 წლიდან იხდის სასჯელს 19-108 მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩ.ნ.-მ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში წარსულშიც სამჯერ მიიყენა თვითდაზიანება, სამივე ფაქტზე მოხდა მისი გამოკითხვა, რის შედეგადაც, მისივე თქმით დადგინდა, რომ თვითდაზიანებები მსჯავრდებულმა სულიერი აშლილობის ნიადაგზე ყოველგვარი საპროტესტო მოთხოვნების გარეშე მიიყენა. ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჩანაწერები არსებობს მსჯავრდებულის პირად საქმეში. ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩ.ნ. ექიმ-ფსიქიატრის რეკომენდაციის საფუძველზე, 5-ჯერ იყო გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიღების მიზნით. ბოლოს ის , 2017 წლის აგვისტოდან ორი თვის განმავლობაში მკურნალობდა. ასევე, ჩ.ნ. 2016 წლიდან ჩართული იყო სუიციდის პრევენციის პროგრამაში. გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 115-ე მუხლით აწარმოებს",- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

პროკურატურამ გლდანის ციხეში მომხდარზე გამოძიება პატიმრის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაიწყო

პროკურატურამ გლდანის ციხეში მომხდარზე გამოძიება პატიმრის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაიწყო
16:52 | 14 თებერვალი, 2018

"ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გამოსაძიებლად გადაეცა მსჯავრდებულ ნ.ჩ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიება, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა გამოკითხვის პროცესი. მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - განაცხადა სუხიაშვილმა.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით: "მსჯავრდებულმა ჩ.ნ.-მ 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება. მომხდარიდან 7 წუთის განმავლობაში ის გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს".

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, მჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. ჩ.ნ საკანში სამ თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა.

"პატიმარი ჩ.ნ. პენიტენციურ დაწესებულებაში 2014 წლიდან იხდის სასჯელს 19-108 მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩ.ნ.-მ პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში წარსულშიც სამჯერ მიიყენა თვითდაზიანება, სამივე ფაქტზე მოხდა მისი გამოკითხვა, რის შედეგადაც, მისივე თქმით დადგინდა, რომ თვითდაზიანებები მსჯავრდებულმა სულიერი აშლილობის ნიადაგზე ყოველგვარი საპროტესტო მოთხოვნების გარეშე მიიყენა. ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჩანაწერები არსებობს მსჯავრდებულის პირად საქმეში. ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩ.ნ. ექიმ-ფსიქიატრის რეკომენდაციის საფუძველზე, 5-ჯერ იყო გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიღების მიზნით. ბოლოს ის , 2017 წლის აგვისტოდან ორი თვის განმავლობაში მკურნალობდა. ასევე, ჩ.ნ. 2016 წლიდან ჩართული იყო სუიციდის პრევენციის პროგრამაში. გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 115-ე მუხლით აწარმოებს",- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: ადმინისტრატორი