ვაშაძე: დღეს საქარველოს მთავარი პრობლემა პრემიერიმინისტრია

ვაშაძე: დღეს საქარველოს მთავარი პრობლემა პრემიერიმინისტრია

"ახალი საქართველოს ლიდერმა, გადაცემა "ბიზნეს-კოდში" დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა. გიორგი ვაშაძემ ქართული დლეგაციის ვიზიტი შეაფასა და მას სამარცხვინო უწოდა.

"დავოსში ვიყავი, სადაც გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია იყო ჩამოსული. ნულსაც კი არ დავუწერდი მათ მუშაობას. ეს იყო მართლა, რომელიღაც ორღობის წარმომადგენლობის ჩამოსვლის ტოლფასი, რაც იქ ვნახეთ კვირიკაშვილის სახით. „მთავარი პრობლემა საქართველოსი დღეს არის პრემიერი-მინისტრი. ეს არის კატასტროფა. კვირიკაშვილი სასწრაფოდ შესაცვლელია. იმედია სასწრაფოდ შეიცვლება", - განაცხადა ვაშაძემ.

პოლიტიკური პლატფრმის ლიდერის თქმით, საქართველო მნიშვნელოვან პერსპექტივებს კარგავს არსებული მთავრობის ხელში.

"პირდაპირ გეტყვით, საქართველო სერიოზულ პერსექტივებს კარგავს ამ მთავრობის პირობებში და სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერების პოზიციაა საქართველოს იყოს ჩამორჩენილი სახელმწიფო, ვიდრე გლობალურ ლიდერთა შორის. მათ ეშინიათ საქართველოსი, როგორც გლობალური ლიდერის, იმ საქართველოსი, სადაც ბევრი, საშუალო შემოსავლიანი ადამიანია. რადგანაც ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში, პროცესების კონტროლი გაუჭირდებათ. თავისუფალი ადამიანის კონტროლი არის შეუძლებელი და ამ მთავრობას ეშინია იდეების ჭიდილის. საზღვარგარეთ გაფანტული ქართული ტვინების სინერგია რომ შევძლოთ საქართველოში, დიდ გავლენას მოვახდენთ საერთაშორისო მასშტაბით", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517