აშშ-ს დაზვერვა: უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, შესაძლოა ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს

აშშ-ს დაზვერვა: უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, შესაძლოა ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს

უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, შესაძლოა ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. ამის შესახებ აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორის, დენ კოუტსის ანგარიშშია ნათქვამი.

მისი განცხადებით, ეს სხვადასხვა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს: მოსახლეობის რეფორმების ტემპით უკმაყოფილებამ, ცხოვრების დონის გაუარესებამ, კორუფციის გამწვავებამ და პოლიტიკური პროცესების პოლარიზაციამ.

"უკრაინა ჯერ კიდევ შიდა შოკების საფრთხის ქვეშ იმყოფება, რაც რუსეთს შეუძლია კიევის პროდასავლური ორიენტაციის დამხობისთვის გამოიყენოს. ეს ფაქტორი უკრაინის მომავალ ეკონომიკურ აღდგენას საფრთხეს უქმნის ", - ნათქვამია ეროვნული დაზვერვის დირექტორის განცხადებაში.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 2019 წელს უნდა ჩატარდეს. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, მათ შორის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვენ.

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517