მიხეილ სააკაშვილი: "მატროსოვზე" რომ მომათავსონ, ივანიშვილიც იქ აღმოჩნდება რამდენიმე კვირაში

მიხეილ სააკაშვილი: "მატროსოვზე" რომ მომათავსონ, ივანიშვილიც იქ აღმოჩნდება რამდენიმე კვირაში

„საქართველოში არ შეიძლება ერთდროულად ვიყოთ მე და ივანიშვილი“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

„ივანიშვილმა ზუსტად იცის ეს, თუ ვიქნები მე საქართველოში, "მატროსოვზეც" რომ მომათავსონ მართლა რამდენიმე კვირა, რამდენიმე კვირაში იმ "მატროსოვზე" აღმოჩნდება ივანიშვილი, თუ არ მოახერხა გასწრება საქართველოდან. ამიტომ ივანიშვილმა კარგად იცის, ან ის, ან მე საქართველოში. მაგრამ ივანიშვილის საქართველოში ყოფნა ნიშნავს თქვენს ჭაობში ყოფნას, უბედურებას, ეკონომიკის არ ზრდას, საქართველოს ძარცვას, საუკეთესო ხალხის ქვეყნიდან გასვლას. რა თქმა უნდა ივანიშვილის საქართველოდან წასვლას ნიშნავს ძველი დროის დაბრუნებას კი არა, მომავლის დაბრუნებას, ჩემ დროს საქართველოს ჰქონდა მომავალი და პერსპექტივა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517