მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი ვერასდროს მიყიდის, ფულზე არ ვიცვლები

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი ვერასდროს მიყიდის, ფულზე არ ვიცვლები

„ვიღაცეები იძახოდნენ, ვუყურებდი და ვერთობოდი მაგათ გამონათქვამებზე - „სააკაშვილი წარსულია“. იცით რა მინდა გითხრათ? ჯერ იმის მეასედი გააკეთეთ, რაც მე გავაკეთე და მერე ილაპარაკეთ იმაზე, რომ მე ვარ წარსული“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

„რა შეგიქმინათ თქვენ? ყველაფერი, რაზეც დგას საქართველო, არის ჩემი შექმნილი, ჩემი და ჩვენი ჯგუფის, ტურიზმი ჩვენი შექმნილია, ერთადერთი რასაც უჭირავს ქვეყნის ეკონომიკა... ესენი არ დაგვცინოდნენ, მართლა უწიგნურები? ... ამას წინათ თვქვეს, მატარებელი უნდა გავუშვათ ვენაშიო, და ეს არ იყო ის პროექტი, რომელსაც ისტერიულად ეწინაღმდეგებოდნენ? 

ლაზიკა არ იყო ის პროექტი, რომელსაც დასცინოდნენ, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს არ ებრძოდა ეს ბნელეთის მოციქული? არცერთი ახალი პროექტი მათ არ შეუქმნიათ... ესენი არიან იმპონტენტები, რომლებსაც არაფრის შექმნა არ შეუძლიათ.

ივანიშვილს რა შეუძლია? - იყიდა მთელი პოლიტიკური სპექტრი, რა თქმა უნდა, ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერასდროს ვერ მიყიდის მე იმიტომ, რომ ფულზე არ ვიცვლები, ჩემი მეგობრები ფულზე არ იცვლებიან,.. და ახლა ამბობენ სააკაშვილი წარსულია, უკაცრავად, საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი დღეს არის დაახლოებით იმდენივე, რაც იყო ჩემი პრეზიდენტობის ბოლო წელს, ჩემი პრეზიდენტობის ბოლო წელს იყო 4-ჯერ მეტი, ვიდრე შევარდნაძის პრეზიდენტობის ბოლო წელს. არა მხოლოდ სახელმწიფო შევქმენით ჩვენ ქართველ ხალხთან... დაგავიწყდათ რა სიბნელეში იჯექით, დაგავიწყდათ რომ ჭაობში იჯექით? შიმშილით კვდებოდით, .. ჩვენ არა მარტო ქართული სახელმწიფო, არამედ ქართული ეკონომიკა შევქმენით, ცხოვრების პირობები შევქმენით, ინფრასტრუქტურა - გზები, დენი, გაზიფიკაცია, განათლების და ჯანდაცვის სისტემები“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517