მიხეილ სააკაშვილი: ოლიგარქებისგან განსხვავებით ხალხისთვის არაფერი წამირთმევია

მიხეილ სააკაშვილი: ოლიგარქებისგან განსხვავებით ხალხისთვის არაფერი წამირთმევია

„პოროშენკოს და ივანიშვილს ჩემი ეშინიათ, როგორც ცეცხლის, ეს საერთოდ ეჭვს არ იწვევს. ეს არის ხალხი, ვისაც ჩემი ჩრდილისაც კი ეშინია“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

„ხან რა საქმეს მიგონებენ, ხან რას მაკრობენ, ხან რა შავ პიარს მიგორებენ, არაფერი არ გამოდის და არაფერი არ მეკვრება.

მე მათგან განსხვავებით ვარ ხალხის მხარეს, მათგან განსხვავებით არაფერი მიმითვისებია, არაფერი წამირთმევია ხალხისთვის. 

მე ვიბრძვი იმისათვის, რომ ხალხს დაუბრუნდეს პერსპექტივა, ყველა იყოს თანასწორი კანონის წინაშე, და ხალხს ჰქონდეს მომავლის განცდა.

ივანიშვილმა ხალხს მარტო ის კი არ მოპარა ელექტროენერგეტიკაში ენერგეტიკა, რომ ბიტკოინები გამოეშვა ... მარტო ბიუჯეტის ფულს კი არ პარავს თავის ნათესავების მეშვეობით და ტენდერების მეშვეობით, ივანიშვილმა საქართველოს მოპარა მთავარი - მომავლის განცდა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517