თბილისის მერის კეთილმოწყობის სამსახურის თანამდებობა ვაკანტურია

თბილისის მერის კეთილმოწყობის სამსახურის თანამდებობა ვაკანტურია

როგორც ჟურნალისტებთან თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, თბილისის მერის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის, გივი კუბლაშვილის თანამდებობიდან წასვლა არ უკავშირდება არანაირ სამსახურეობრივ გადაცდენას.

"გივის აბსოლუტურად სხვა საკითხთან დაკავშირებით მოუწია სამსხურიდან წასვლა", - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს  დედაქალაქის მერმა კახა კალაძე 1 კეთილმოწყობის და 1 არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელი გაათავისუფლა.

ცნობისთვის, თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა გივი კუბლაშვილმა ორი კვირის წინ ოჯახური პირობების გამო თანამდებობა დატოვა.

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517