საქართველოში, ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, იქ სადაც მე-12 მე-13 საუკუნის სვანური კოშკების სპაა, ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი ჰაწვალი და თეთნულდი გაიხსნა, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მ-ზე მდებარეობს.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მესტიაში მედიისთვის #გაიცანისაქართველოს ფარგლებში ტური გამართა, რაც შიდა ტურიზმის განვითარებას ემსახურება.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ 2017 წლის ზაფხულში დაიწყო მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა, რომელიც რეკორდულ დროში დასრულდა. საბაგირომ ფუნქციონირება 2017 წლის 23 დეკემბერიდან დაიწყო.
ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს. ახალი საბაგირო დამსვენებლებს საშუალებას აძლევს 4 წუთში ავიდნენ კურორტზე.
თეთნულდზე კი 5 საბაგირო და 30- კილომეტრიანი სათხილამურო გზაა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის.
გურიაში, სუფსაში არსებულ ჰაიდელბერგ-ცემენტის ადმინისტრაციული შენობის ლანჩუთის მუნციპალიტეტის მოსახლეობა შეიკრიბა და აქციას მართავს, სოფელი სუფსისა და ტაბანას მოსახლეობა ქარხნის მუშაობას აპროტესტებს და აცხადებენ, რომ არსებული ქარხანა...