მიხეილ სააკაშვილი: ყველაფერი რაც საქართველოშია, ჩემი შექმნილია

მიხეილ სააკაშვილი: ყველაფერი რაც საქართველოშია, ჩემი შექმნილია

"ივანიშვილს და პოროშენკოს ჩემი ეშინიათ როგორც ცეცხლის, ეს არის ის ხალხი ვისაც ეშინია ჩემი ჩრდილის. როგორ მოხდა სამი ქვეყნის ოლიგარქები ხან რა საქმე მიგონებენ, ხან რას, ხან შავ პიარს მიგონებენ. არაფერი არ გამოდის და არაფერი არ მეკვრება", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა  

"ძალიან მარტივია, მე მათგან განსხვავებით ვარ ხალხის მხარეს, მათგან განსხვავებით არაფერი მიმითვისებია, არაფერი წამირთმევია ხალხისთვის.  ივანიშვილმა მოპარა საქართველოს მთავარი, მომავლის განცდა.

ახლა ვუყურებდი და ვერთობოდი, ვიღაცეები იძახიან სააკაშვილი წარსულია. იცი რა მინდა გითხრათ, ჯერ იმის მეასედი გააკეთეთ რაც მე გავაკეთე და მერე ილაპარაკეთ იმაზე, რომ მე ვარ წარსული.
რა შეგიქმნიათ თქვენ?! ყველაფერი რაც არის საქართველოში არის ჩემი შექმნილი, ჩემი და ჩემი ჯგუფის.

ლაზიკა არ იყო ის პროექტი, რომელსაც დასცინოდნენ, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს არ ებრძოდა ეს ბნელეთის მოციქული? არცერთი ახალი პროექტი მათ არ შეუქმნიათ... ივანიშვილს რა შეუძლია? - იყიდა მთელი პოლიტიკური სპექტრი, რა თქმა უნდა, ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერასდროს ვერ მიყიდის მე იმიტომ, რომ ფულზე არ ვიცვლები, ჩემი მეგობრები ფულზე არ იცვლებიან,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517