სააკაშვილი "ევროპულ საქართველოზე": ქურდს ქუდი ეწვისო, სწორედ მათზეა ნათქვამი

სააკაშვილი "ევროპულ საქართველოზე": ქურდს ქუდი ეწვისო, სწორედ მათზეა ნათქვამი

"რაც შეეხება ევროპულ საქართველოს, მოდით პირდაპირ ვთქვათ, მე არ მინდოდა ამ დეტალებამდე დაშვება, მაგრამ ის ხალხი, ვინც ხმა ამოიღო, ქურდს ქუდი ეწვისო, სწორედ მათზეა ნათქვამი", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

"მე არ მიხსენებია, რახან თავისი თავი დაწვეს, ვთქვათ პირდაპირ. რანაირად მოხდა, რომ რაც ჩემი ლანძღვა დაიწყეს, თბილისის ვიცე-მერი დააბრუნეს საქართველოში. მშვენივრად დააბრუნეს, გაქცეული იყო. ერთ-ერთი ლიდერის ოჯახის წევრი მშვენივრად დააბრუნეს საქართველოში და მაგრად აკეთებს ბიზნესს. უცებ ამ პატარა ჯგუფს ბევრი ფული გაუჩნდა. რანაირად ხდება, თუ ამაში ივანიშვილი არ არის ჩარეული? რანაირად ხდება, ყველა დანარჩენი რეპრესიების ქვეშ არის, ბოლომდე თხრიან და ამათ უცებ შეექმნათ სასათბურე პირობები? პატარა ქვეყანაა საქართველო და ყველა ყველაფერს ხედავს",- განაცხადა სააკაშვილმა. 

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517