ჰაწვალისა და თეთნულდის ახალი საბაგირო გზა - ფოტო ვიდეო რეპორტაჟი სვანეთიდან

ჰაწვალისა და თეთნულდის ახალი საბაგირო გზა - ფოტო ვიდეო რეპორტაჟი სვანეთიდან

საქართველოში, ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, იქ სადაც მე-12 მე-13 საუკუნის სვანური კოშკების სპაა, ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი ჰაწვალი და თეთნულდი გაიხსნა, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მ-ზე მდებარეობს. 

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მესტიაში მედიისთვის #გაიცანისაქართველოს ფარგლებში ტური გამართა, რაც შიდა ტურიზმის განვითარებას ემსახურება.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ 2017 წლის ზაფხულში დაიწყო მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა, რომელიც რეკორდულ დროში დასრულდა. საბაგირომ ფუნქციონირება 2017 წლის 23 დეკემბერიდან დაიწყო. 

ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს. ახალი საბაგირო დამსვენებლებს საშუალებას აძლევს 4 წუთში ავიდნენ კურორტზე.

თეთნულდზე კი 5 საბაგირო და 30- კილომეტრიანი სათხილამურო გზაა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის. 

დრონით გადაღებული ვიდეო ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოგვაწოდა. 

ტყებუჩავა საქართველო-ევროკავშირის ენერგოქსელის ხაზზე: პროექტის ღირებულება დაახლოებით 3 მილიარდს აღემატება

ტყებუჩავა საქართველო-ევროკავშირის ენერგოქსელის ხაზზე: პროექტის ღირებულება დაახლოებით 3 მილიარდს აღემატება

3 საათის წინ

“დღეს ხდება ერთ- ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის წარდგენა, რომელიც არის საქართველოს და ევროკავშირის ელექტრო გადაცემის ხაზი, რომელიც ითვალისწინებს შავი ზღვის გავლით წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას. წინა დაანგარიშებებით...

USD 2.4488
EUR 2.9944
GBP 3.4175
TRY 0.5979