სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის მეგობარს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის მეგობარს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

სამხრეთ კორეის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მეგობარს, კორუფციაში და ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის გამო 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მან აგრეთვე ჯარიმის სახით 18 მილიარდი სამხრეთ კორეული ვონი (დაახლოებით 16,6 მილიონი აშშ დოლარი).

ჩხვე სუნ სილი რამდენიმე წლის განმავლობაში პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს მრჩეველი იყო, რომელმაც თანამდებობა 2017 წლის მარტში, იმპიჩმენტის შედეგად დაკარგა, რაც კორუფციულმა სკანდალმა გამოიწვია.

ივნისში სასამართლომ ჩხვე სუნ სილს, თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურა ჩხვე სუნ სილს ბრალს სდებდა იმაში, რომ იგი მსხვილ ბიზნეს აიძულებდა, მრავალმილიონიანი შესაწირები შეეტანათ ორ არასახელისუფლებო ფონდში.

პაკ კინ ჰესა და ჩხვე სუნ სილთან დაკავშირებით სკანდალი მას მერე დაიწყო, რაც ერთ-ერთიო საკაბელო ტელევიზიის ჟურნალისტმა სასტუმროს სანაგვეში პლანშეტი იპოვნა, რომელშიც საიდუმლო დოკუმენტები აღმოჩნდა, რომელთა შორის სამხრეთ კორეის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის ტექსტებიც იყო.

მოგვიანებით პაკ კინ ჰემ აღიარა, რომ თავისი პრეზიდენტობის პირველი წლების განმავლობაში გამოსასვლელი სიტყვის მომზადებისას რჩევას თავის მეგობარს ეკითხებოდა და რომ კონსტიტუციის დარღვევით მას საიდუმლო დოკუმენტებთან წვდომაც ჰქონდა.

ოფიციალური ბრალდებები თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესახებ ჩხვე სუნ სილს 2016 წლის ნოემბერში წაუყენეს.

გასული წლის მარტში კი, სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, რის შედეგადაც იგი ძალაუფლებას ჩამოაშორეს. 31 მარტს ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს და საგამოძიებო იზოლატორში მოათავსეს.

ოფიციალური ბრალდებები პან კინ ჰეს 17 აპრილს წაუყენეს. მას ბრალი ედება ქრთამის აღებაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და უკანონოდ ზეწოლაში. 

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517