კახიანი: მხარს ვუჭერ რეკომენდაციას, რომ ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციიდან იყოს

კახიანი: მხარს ვუჭერ რეკომენდაციას, რომ ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციიდან იყოს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეკომენდაციას იზიარებს, იმაზე რომ რომელიმე საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელი იყოს. ეს განცხადება კახიანმა "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.

"არ მინდა მოვლენებს გავასწრო წინ, მაგრამ შემიძლია გითხრათ ჩემი პირადი მოსაზრება. კი არსებობს საზღვარგარეთ ასეთი სტანდარტიც, რომ პარლამენტში ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე არის ოპოზიციის წარმომადგენელი. ამ კომიტეტს აქვს გარკვეული კონტროლი ბიუჯეტზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ ხარჯვაზე თუ სხვა გარკვეული კონტროლის მექანიზმები გააჩნია. ასეთი მოდელები არსებობს. ჩემი პირადი მოსაზრება თუ გაინტერესებთ მე ამას მხარს ვუჭერ", - განაცხადა კახიანმა. 

გადაცემის წამყვანმა ვახო სანაიამ შეახსენა, რომ საუბარია იმაზე, რომ საკანონმდებლო მექანიზმები არსებობდეს და არა იმაზე, რომ პოლიტიკური ნება იყოს მმართველი პარტიის თუ ცალკეული დეპუტატების, რაზეც დეპუტატმა ასე უპასუხა: 

"რაზეც მე ვსაუბრობ ასახული უნდა იყოს რეგლამენტში. თქვენ მკითხეთ, რომ ოპოზიციის გასაძლიერებლად კიდევ რა ნაბიჯი შეიძლება იყოს გადადგმულიო. ეს შეიძლება იყოს თუნდაც საგამოძიებო კომისია, ეს საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით იმდენად ძლიერი ბერკეტია... პრაქტიკაში ეს ბევრს არც უნახავს და შეიძლება ნაკლები წარმოდგენა იყოს ამაზე. ეს ბერკეტი საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდა და ჩვენ ეს ბერკეტი გადავეცით ოპოზიციას. ეს ერთი მხრივ სარისკო გადაწყვეტილება იყო, რადგან შეიძლება ყველაფერზე გაუთავებლად საგამოძიებო კომისიები შეიქმნას. ეს რომ ასე არ იქნება, ამის გარანტია არ არსებობს. ამის ერთადერთი გარანტია მაღალი პოლიტიკური ცნობიერებაა", - განაცხადა გიორგი კახიანმა. 

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517