ზურაბ პატარაძე დღეს თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორს სელამი ალთინოქს შეხვდა

ადმინისტრატორი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორს სელამი ალთინოქს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის როლი, რაც ქვეყნებს შორის უსაფრთხოების მაღალი დონის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. აქტიურია ქვეყნებს შორის თანამშრომლობა როგორც კულტურულ-ჰუმანიტარულ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში. საქართველოს საპორტო ქალაქებში სისტემატურად იმართება თურქეთის საზღვაო ძალების სამხედრო და სანაპირო დაცვის ხომალდების ვიზიტები, რომლის ფარგლებშიც ნატოს ეგიდით ყოველწლიურად ტარდება ქართულ-თურქული ერთობლივი საპატრულო-საექსკორტო წვრთნები.

როგორც სელამი ალთინოქმა აღნიშნა, სასურველია ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს უკვე არსებული ურთიერთობები უსაფრთხოების სფეროში.

ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები. ხოლო თურქული მხრიდან თურქეთის ეროვნული პოლიციის გენ. დირექტორის მოადგილე ალი ჩელიქი, თურქეთის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში მაქბულე ქოჩაკი და სხვა ოფიციალური პირები.

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

ზურაბ პატარაძე დღეს თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორს სელამი ალთინოქს შეხვდა

ზურაბ პატარაძე დღეს თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორს სელამი ალთინოქს შეხვდა
18:07 | 13 თებერვალი, 2018

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. აქტიურია ქვეყნებს შორის თანამშრომლობა როგორც კულტურულ-ჰუმანიტარულ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში. საქართველოს საპორტო ქალაქებში სისტემატურად იმართება თურქეთის საზღვაო ძალების სამხედრო და სანაპირო დაცვის ხომალდების ვიზიტები, რომლის ფარგლებშიც ნატოს ეგიდით ყოველწლიურად ტარდება ქართულ-თურქული ერთობლივი საპატრულო-საექსკორტო წვრთნები.

როგორც სელამი ალთინოქმა აღნიშნა, სასურველია ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს უკვე არსებული ურთიერთობები უსაფრთხოების სფეროში.

ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები. ხოლო თურქული მხრიდან თურქეთის ეროვნული პოლიციის გენ. დირექტორის მოადგილე ალი ჩელიქი, თურქეთის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში მაქბულე ქოჩაკი და სხვა ოფიციალური პირები.

ავტორი: ადმინისტრატორი