ზუგდიდში სუნელებით მოვაჭრეები ახალ რეგულაციებს ეწინააღმდეგებიან

ადმინისტრატორი

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სუნელების და სანელებლების წარმოება-გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით, რისკის მართვის დროებითი ზომები ამოქმედდა. რისკის მართვის დროებითი ზომების მოქმედების ვადა განსაზღვრულია არაუმეტეს 2 წლით. ახალი წესების თანახმად:

იკრძალება ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება და რეალიზაცია;

ფიზიკური პირების მიერ სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზე ხდება სუნელებისა და სანელებლების დაფქვა;

ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით, რაც უზრუნველყოფს მიკვლევადობას და ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, სუნელებისა და სანელებლების 187 ნიმუშიდან 33 შემთხვევაში (18%) გამოვლინდა ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა. დარღვევები, უმეტეს შემთხვევაში (88%), იმ ფიზიკური პირების, ასევე კუსტარული წარმოებების პროდუქციაში დაფიქსირდა, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებულნი და, შესაბამისად, მათ მიმართ არ ხორციელდებოდა სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის დროს, ადგილი ჰქონდა სავარაუდო ფალსიფიკაციის შემთხვევებსაც, მათ შორის, არასასურსათო დანიშნულების ნედლეულის გამოყენების ფაქტებს. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა რისკის მართვის დროებითი ზომები, რაც მიზნად მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას ისახავს.
საქართველოს მთავრობის ახალმა რეგულაციებმა სუნელებისა და სანელებლების წარმოება-რეალიზაციასთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეების უკმაყოფილება გამოიწვია.

ზუგდიდის ბაზარში, სუნელებისა და სანელებლების განყოფილებაში დაახლოებით 20 ქალი მუშაობს და არცერთს არ აქვს ინდმეწარმის სტატუსი. პროდუქტის ნაწილი მათ დახლებზე ღიად, მცირე ზომის ტომრებით უწყვიათ, ნაწილი კი ერთჯერადი მოხმარების ჭიქებში, შუშის ქილებში და პოლიეთილენის პარკებშია შეფუთული. მოვაჭრეები დარწმუნებული არიან, რომ მათი სუნელები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და ყველა საჭირო ნორმას აკმაყოფილებს.

როგორც ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეები აცხადებენ, ისინი წლებია საკუთარ სახლში ამზადებენ სანელებლებს და თავად ყიდიან. მათი თქმით, ისინი შეზღუდვების შესახებ არავის გაუფრთხილებია და რეგულაციების დაწესების შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ, ეს ბიზნესი კი მათთვის ოჯახების რჩენის ერთადერთი წყაროა.

მათი თქმით, მომხმარებელს პროდუქტის ხარისხის გამო უკმაყოფილება არ გამოუთქვამს და ვარაუდობენ, რომ ეს მიზანმიმართული კამპანიაა, რომელიც კერძო პირების ბიზნესის დაზარალებას ითვალისწინებს, უფრო მსხვილი კომპანიების სასარგებლოდ.

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

ზუგდიდში სუნელებით მოვაჭრეები ახალ რეგულაციებს ეწინააღმდეგებიან

ზუგდიდში სუნელებით მოვაჭრეები ახალ რეგულაციებს ეწინააღმდეგებიან
17:48 | 13 თებერვალი, 2018

იკრძალება ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება და რეალიზაცია;

ფიზიკური პირების მიერ სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზე ხდება სუნელებისა და სანელებლების დაფქვა;

ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით, რაც უზრუნველყოფს მიკვლევადობას და ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, სუნელებისა და სანელებლების 187 ნიმუშიდან 33 შემთხვევაში (18%) გამოვლინდა ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა. დარღვევები, უმეტეს შემთხვევაში (88%), იმ ფიზიკური პირების, ასევე კუსტარული წარმოებების პროდუქციაში დაფიქსირდა, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებულნი და, შესაბამისად, მათ მიმართ არ ხორციელდებოდა სახელმწიფო კონტროლი. სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის დროს, ადგილი ჰქონდა სავარაუდო ფალსიფიკაციის შემთხვევებსაც, მათ შორის, არასასურსათო დანიშნულების ნედლეულის გამოყენების ფაქტებს. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა რისკის მართვის დროებითი ზომები, რაც მიზნად მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას ისახავს.
საქართველოს მთავრობის ახალმა რეგულაციებმა სუნელებისა და სანელებლების წარმოება-რეალიზაციასთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეების უკმაყოფილება გამოიწვია.

ზუგდიდის ბაზარში, სუნელებისა და სანელებლების განყოფილებაში დაახლოებით 20 ქალი მუშაობს და არცერთს არ აქვს ინდმეწარმის სტატუსი. პროდუქტის ნაწილი მათ დახლებზე ღიად, მცირე ზომის ტომრებით უწყვიათ, ნაწილი კი ერთჯერადი მოხმარების ჭიქებში, შუშის ქილებში და პოლიეთილენის პარკებშია შეფუთული. მოვაჭრეები დარწმუნებული არიან, რომ მათი სუნელები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და ყველა საჭირო ნორმას აკმაყოფილებს.

როგორც ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეები აცხადებენ, ისინი წლებია საკუთარ სახლში ამზადებენ სანელებლებს და თავად ყიდიან. მათი თქმით, ისინი შეზღუდვების შესახებ არავის გაუფრთხილებია და რეგულაციების დაწესების შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ, ეს ბიზნესი კი მათთვის ოჯახების რჩენის ერთადერთი წყაროა.

მათი თქმით, მომხმარებელს პროდუქტის ხარისხის გამო უკმაყოფილება არ გამოუთქვამს და ვარაუდობენ, რომ ეს მიზანმიმართული კამპანიაა, რომელიც კერძო პირების ბიზნესის დაზარალებას ითვალისწინებს, უფრო მსხვილი კომპანიების სასარგებლოდ.

ავტორი: ადმინისტრატორი