ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია უტარდება

ადმინისტრატორი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს. ამჯერად, ზურაბ ალავიძე იმერეთში იმყოფებოდა, სადაც რეგიონში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო. 

ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მინისტრმა ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. 

განახლებული საჭადრაკო სკოლა, ზაფხულიდან საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირების მასპინძლობას შეძლებს. აღნიშნული ობიექტი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარშია აშენებული და მას შემდეგ შენობის რეკონსტრუქცია არ მომხდარა. 

შენობის პირველ სართულზე განთავსებულია ორი- წითელი და მწვანე დარბაზი. პროექტით გათვალისწინებულია მწვანე დარბაზის გაფართოება, რის შედეგადაც მოეწყობა ექვსი ოთახი, თავისი სველი წერტილებით. ასევე, რეაბილიტირდება შენობის ფასადი და აივნები. სამუშაოების ივნისში დასრულდება.  პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 300 000 ლარზე მეტია.ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია უტარდება

ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლას რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია უტარდება
14:09 | 13 თებერვალი, 2018

ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მინისტრმა ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. 

განახლებული საჭადრაკო სკოლა, ზაფხულიდან საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირების მასპინძლობას შეძლებს. აღნიშნული ობიექტი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარშია აშენებული და მას შემდეგ შენობის რეკონსტრუქცია არ მომხდარა. 

შენობის პირველ სართულზე განთავსებულია ორი- წითელი და მწვანე დარბაზი. პროექტით გათვალისწინებულია მწვანე დარბაზის გაფართოება, რის შედეგადაც მოეწყობა ექვსი ოთახი, თავისი სველი წერტილებით. ასევე, რეაბილიტირდება შენობის ფასადი და აივნები. სამუშაოების ივნისში დასრულდება.  პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 300 000 ლარზე მეტია.ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

ავტორი: ადმინისტრატორი