ლევან იზორია: ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალს ავაშენებთ

ლევან იზორია: ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალს ავაშენებთ

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, წელს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალი აშენდება.

"ერთი სახმედრო ჰოსპიტალი გვაქვს აღმოსავლეთ საქართველოში, გორში. წელს ამისთვის ბიუჯეტში თანხები უკვე გამოყოფილია და ავაშენებთ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში, რაც მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ჩვენი სამხედროებისთვის, მათი ოჯახებისთვის. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს", - აღნიშნა ლევან იზორია.  

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517