გიორგი ნემსაძის ნაკრები ამჯერად ავსტრიასთან განადგურდა

გიორგი ნემსაძის ნაკრები ამჯერად ავსტრიასთან განადგურდა

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე, ავსტრიელ თანატოლებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ანგარიშით - 1:4 განადგურდა. 

ტესტ-მატჩი ელიტ-რაუნდისთვის მომზადების ფარგლებში გაიმართა. 

მე-8 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველო წინ გაიყვანა, შემდეგ კი უპირატესობა ავსტრიელების მხარეს გადავიდა და ტობიას კოხმა ანგარიშის გათაბა. შემდეგ თამაში გათანაბრდა და მომენტები სტუმრებსაც შეექმნათ. დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომებით ჯერ ტობიას კოხმა გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი მარსელ ჰონსბერგერმა თავისიანები დააწინაურა.

მეორე ნახევარში ტრავმის გამო გუნდს კაპიტანი ზურიკო დავითაშვილი გამოაკლდა, ავსტრიელებმა კი კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს - 1:4. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, რამდენიმე რეალური მომენტის გარდა პენალტიც გააცუდეს - კვარაცხელიას მეკარემ აუღო.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: ხარშილაძე, ჩარკვიანი, გელაშვილი, კალანდაძე, აბზიანიძე, აზაროვი, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, გულიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია.

შეცვლაზე შევიდნენ: ბაქრაძე, ჯანგველაძე, დეკანოსიძე, ჩიხრაძე.

ავსტრიასთან დაგეგმილი მეორე ამხანაგური მატჩი 15 თებერვალს 12 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 17-წლამდელებმა მინსკის ტურნირი, სლოვაკეთთან გამანადგურებელი ანგარიშით - 1:8 წააგეს და განვითარების თასი ასე დაასრულეს. 

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517