ლევან სალუქვაძე: დავამშვიდებ მაყურებელს, თამაშები იქნება ღია ეთერში, "სილქ უნივერსალზე"

მაგდა კლდიაშვილი

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, საქართველოში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ექსკლუზიური ჩვენების უფლება სილქნეტის არხებს ექნებათ.

ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ არხის საფეხბურთო მიმართულების პროდიუსერმა, ლევან სალუქვაძემ და არხის გენერალურმა პროდიუსერმა, ბიძინა ბარათაშვილმა დაუდასტურეს.

როგორც ლევან სალუქვაძე „აიპრესთან“ საუბარში აცხადებს, მაყურებელს ჩემპიონთა ლიგის თამაშების ყურება სილქ უნივერსალის ღია ეთერში შეეძლება. 

- სამი წლით, ექსკლუზიურად ჩვენია საქართველოს ტერიტორიაზე ჩემპიონთა ლიგის ჩვენების უფლება.

- სხვა ვერავინ აირჩევს მესამე თამაშს?

- ვერა. მინდა დავამშვიდო მაყურებელი, რომ უფასო, ღია ეთერში, "სილქ უნივერსალზე" იქნება თამაშები წარმოდგენილი. როდეაც ჰქონდა პირველ არხს ან "რუსთავი ორს", იმ პერიოდში ჩვენ მხოლოდ ფასიან არხებზე ჩვენების უფლება გვქონდა. მათ - ღია ეთერში. რადგან ახლა ღია ეთერში მსურველი არ იყო, ჩვენ შევიძინეთ ღია ეთერიც. რომ არ შეგვეძინა, მაშინ მოხდებოდა, რომ საერთოდ არ იქნებოდა ჩემპიონთა ლიგა. ეს მინდა გავაგებინოთ მაყურებელს როგორმე. "სილქ უნივერსალი" არის ყველგან ხელმისაწვდომი. თუ გაქვს პირველი არხი, "რუსთავი ორი", "იმედი" და ა.შ. ნებისმიერი სამაუწყებლო ქართული არხი, ე.ი. ავტომატურად გაქვს "სილქ უნივერსალიც". თუ ტელევიზტორი არ გაქვს, შესაბამისად, ვერ უყურებ ვერაფერს. კითხულობენ, ვისაც "სილქნეტი" არ აქვს, მათ რა ქნანო, "სილქის" არხები სხვადასხვა საკაბელო მაუწყებლებს აქვთ თავის ბადეში . თუ ვინმე სპორტისა და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და საკაბელო პრინციპულად არ რთავს ჩვენს არხებს, არჩევანი მათზეა. გააკეთონ სწორი არჩევანი და დაიყენონ ისეთი ტელევიზია, რომელზეც სასურველ პროდუქტს იხილავენ.

ჩვენ, გარდა იმისა, რომ ვაჩვენებთ ერთ თამაშს, ვთქვათ, სილქ უნივერსალზე და რატომ ერთ თამაშს? - ვიცით, რომ ლიგა იცვლის ფორმატს და რამდენიმე სათამაშო ზოლი იქნება, შესაბამისად, რამდენიმე თამაშს ჩვენება შეგვიძლია. ის, რომელიც არ მოხვდება უნივერსალზე, ყველა თამაშს ვაჩვენებთ შიდა ფასიან არხებზე. ფეხბურთის გულშემატკივარს, ვისაც ეს მინიმალური გადასახდი არ დაენანება და იყენებს სპორტულ პაკეტს, ნებისმიერი თამაშის ეთერში ხილვა შეეძლება.

"სილქნეტის" არხების გენერალურმა პროდიუსერმა, ბიძინა ბარათაშვილმა „აიპრესს“ დამატებითი ინფორმაციაც მიაწოდა. სილნეტის არხებზე ასევე, შესაძლებელი იქნება ჩემპიონთა ლიგის არქივის ყურებაც. ასევე, ტელეკომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა და 5 წლის ვადით, თავისი არხების ეთერში ესპანეთის ლა ლიგას აჩვენებს. სილქნეტის იქნება 4 წლის ვადით უეფას 2020 წლის ერთა ლიგისა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა შესარჩევი თამაში ევროპის მასშტაბით, გარდა საქართველოს ნაკრების თამაშისა, რომლის ჩანაწერიც ეთერში 4 საათის დაგვიანებით მოხვდება.

უეფას ევროპის ლიგა კვლავ "სილქის" მფლობელობაში რჩება, ასევე, "სილქნეტის" სპორტულ არხებზე შესაძლებლობა იქნება იმ სპორტის სახეობების შეჯიბრებების ყურება, რომლებიც საქართველოში პოპულარულია და წარმატებული. ესენია, ძიუდო (4 წლიანი კონტრაქტი), ძალოსნობა (სამი წელი), ჭიდაობა (სამი წელი), ევროლიგა, ნბა, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი, ჩოგბურთი (500 და 1000 იანი ტურნირები), როლან გაროსის დასკვნით ნაწილი, არგენტინის, ბრაზილიის, ინგლისისა და პორტუგალის საფეხბურთო ჩემპიონატები. ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ბიძინა ბარათაშვილის განმარტებით, მათ ვალდებულება აქვთ, რომ ღია არხზე აჩვენონ ლიგის მატჩი, სულ რომ არ უნდოდეთ ამის გაკეთება, ამიტომ, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ძირითადი მატჩები, ყველასთვის ხელმისაწვდომი "სილქ უნივერსალის" ღია ეთერში იქნება.

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

ლევან სალუქვაძე: დავამშვიდებ მაყურებელს, თამაშები იქნება ღია ეთერში, "სილქ უნივერსალზე"

ლევან სალუქვაძე: დავამშვიდებ მაყურებელს, თამაშები იქნება ღია ეთერში, "სილქ უნივერსალზე"
17:54 | 12 თებერვალი, 2018

ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ არხის საფეხბურთო მიმართულების პროდიუსერმა, ლევან სალუქვაძემ და არხის გენერალურმა პროდიუსერმა, ბიძინა ბარათაშვილმა დაუდასტურეს.

როგორც ლევან სალუქვაძე „აიპრესთან“ საუბარში აცხადებს, მაყურებელს ჩემპიონთა ლიგის თამაშების ყურება სილქ უნივერსალის ღია ეთერში შეეძლება. 

- სამი წლით, ექსკლუზიურად ჩვენია საქართველოს ტერიტორიაზე ჩემპიონთა ლიგის ჩვენების უფლება.

- სხვა ვერავინ აირჩევს მესამე თამაშს?

- ვერა. მინდა დავამშვიდო მაყურებელი, რომ უფასო, ღია ეთერში, "სილქ უნივერსალზე" იქნება თამაშები წარმოდგენილი. როდეაც ჰქონდა პირველ არხს ან "რუსთავი ორს", იმ პერიოდში ჩვენ მხოლოდ ფასიან არხებზე ჩვენების უფლება გვქონდა. მათ - ღია ეთერში. რადგან ახლა ღია ეთერში მსურველი არ იყო, ჩვენ შევიძინეთ ღია ეთერიც. რომ არ შეგვეძინა, მაშინ მოხდებოდა, რომ საერთოდ არ იქნებოდა ჩემპიონთა ლიგა. ეს მინდა გავაგებინოთ მაყურებელს როგორმე. "სილქ უნივერსალი" არის ყველგან ხელმისაწვდომი. თუ გაქვს პირველი არხი, "რუსთავი ორი", "იმედი" და ა.შ. ნებისმიერი სამაუწყებლო ქართული არხი, ე.ი. ავტომატურად გაქვს "სილქ უნივერსალიც". თუ ტელევიზტორი არ გაქვს, შესაბამისად, ვერ უყურებ ვერაფერს. კითხულობენ, ვისაც "სილქნეტი" არ აქვს, მათ რა ქნანო, "სილქის" არხები სხვადასხვა საკაბელო მაუწყებლებს აქვთ თავის ბადეში . თუ ვინმე სპორტისა და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და საკაბელო პრინციპულად არ რთავს ჩვენს არხებს, არჩევანი მათზეა. გააკეთონ სწორი არჩევანი და დაიყენონ ისეთი ტელევიზია, რომელზეც სასურველ პროდუქტს იხილავენ.

ჩვენ, გარდა იმისა, რომ ვაჩვენებთ ერთ თამაშს, ვთქვათ, სილქ უნივერსალზე და რატომ ერთ თამაშს? - ვიცით, რომ ლიგა იცვლის ფორმატს და რამდენიმე სათამაშო ზოლი იქნება, შესაბამისად, რამდენიმე თამაშს ჩვენება შეგვიძლია. ის, რომელიც არ მოხვდება უნივერსალზე, ყველა თამაშს ვაჩვენებთ შიდა ფასიან არხებზე. ფეხბურთის გულშემატკივარს, ვისაც ეს მინიმალური გადასახდი არ დაენანება და იყენებს სპორტულ პაკეტს, ნებისმიერი თამაშის ეთერში ხილვა შეეძლება.

"სილქნეტის" არხების გენერალურმა პროდიუსერმა, ბიძინა ბარათაშვილმა „აიპრესს“ დამატებითი ინფორმაციაც მიაწოდა. სილნეტის არხებზე ასევე, შესაძლებელი იქნება ჩემპიონთა ლიგის არქივის ყურებაც. ასევე, ტელეკომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა და 5 წლის ვადით, თავისი არხების ეთერში ესპანეთის ლა ლიგას აჩვენებს. სილქნეტის იქნება 4 წლის ვადით უეფას 2020 წლის ერთა ლიგისა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა შესარჩევი თამაში ევროპის მასშტაბით, გარდა საქართველოს ნაკრების თამაშისა, რომლის ჩანაწერიც ეთერში 4 საათის დაგვიანებით მოხვდება.

უეფას ევროპის ლიგა კვლავ "სილქის" მფლობელობაში რჩება, ასევე, "სილქნეტის" სპორტულ არხებზე შესაძლებლობა იქნება იმ სპორტის სახეობების შეჯიბრებების ყურება, რომლებიც საქართველოში პოპულარულია და წარმატებული. ესენია, ძიუდო (4 წლიანი კონტრაქტი), ძალოსნობა (სამი წელი), ჭიდაობა (სამი წელი), ევროლიგა, ნბა, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი, ჩოგბურთი (500 და 1000 იანი ტურნირები), როლან გაროსის დასკვნით ნაწილი, არგენტინის, ბრაზილიის, ინგლისისა და პორტუგალის საფეხბურთო ჩემპიონატები. ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ბიძინა ბარათაშვილის განმარტებით, მათ ვალდებულება აქვთ, რომ ღია არხზე აჩვენონ ლიგის მატჩი, სულ რომ არ უნდოდეთ ამის გაკეთება, ამიტომ, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ძირითადი მატჩები, ყველასთვის ხელმისაწვდომი "სილქ უნივერსალის" ღია ეთერში იქნება.

ავტორი: მაგდა კლდიაშვილი