"მიხეილ სააკაშვილი ნიღბიანმა პირებმა გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს"

ადმინისტრატორი

"მიხეილ სააკაშვილი ნიღბიანმა პირებმა გაურკვეველი მიმართულებით "გაიტაცეს", - ასეთი ინფორმაცია ვრცელდება თავად მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე წუთის წინ, პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ოფისთან უცნობმა პირებმა, რომლებიც ნიღბებში იყვნენ, გაურკევვლი მიმართულებით გაიტაცეს მიხეილ საააკაშვილი. ეს ადმიანები იყვნენ ფოლკსვაგენის მარკის თეთრი მინიბუსებით, ერთ-ერთი მათგანის ნომერი არის "АА 0121 СН".

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. მანამდე მას ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს. პოლიტიკოსმა, მომხრეების თანხლებით, პოლონეთი-უკრაინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ შეგინთან, ძალით გაარღვია კორდონი, რის შედეგადაც, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და აქციის მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს. თავად სააკაშვილი თავისუფლებაზე რჩება. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, სააკაშვილი ლვოვში ჩავიდა, სადაც მოკავშირეებთან შეხვედრები გამართა. ამის მერე კი, მთელი უკრაინის მასშტაბით, ტურნე გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

"მიხეილ სააკაშვილი ნიღბიანმა პირებმა გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს"

"მიხეილ სააკაშვილი ნიღბიანმა პირებმა გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს"
17:30 | 12 თებერვალი, 2018

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე წუთის წინ, პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ოფისთან უცნობმა პირებმა, რომლებიც ნიღბებში იყვნენ, გაურკევვლი მიმართულებით გაიტაცეს მიხეილ საააკაშვილი. ეს ადმიანები იყვნენ ფოლკსვაგენის მარკის თეთრი მინიბუსებით, ერთ-ერთი მათგანის ნომერი არის "АА 0121 СН".

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. მანამდე მას ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს. პოლიტიკოსმა, მომხრეების თანხლებით, პოლონეთი-უკრაინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ შეგინთან, ძალით გაარღვია კორდონი, რის შედეგადაც, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და აქციის მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს. თავად სააკაშვილი თავისუფლებაზე რჩება. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, სააკაშვილი ლვოვში ჩავიდა, სადაც მოკავშირეებთან შეხვედრები გამართა. ამის მერე კი, მთელი უკრაინის მასშტაბით, ტურნე გამოაცხადა.

ავტორი: ადმინისტრატორი