გიორგი წერეთელმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში და კონგრესში შეხვედრები გამართა

ადმინისტრატორი

საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში იმყოფება. 

ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში გამართულ შეხვედრებზე, გიორგი წერეთელმა ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე, ტერორიზმის და მიგრაციის პრობლემებზე, უკრაინის კრიზისზე და სამხრეთ კავკასიის, კერძოდ მთიანი ყარაბაღის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილე, ელიზაბეტ მილარდთან და აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოში, ევროპულ საქმეთა დირექტორთან, ქეთრინ კროფტთან გამართულ დისკუსიებში, გიორგი წერეთელმა ყურადღება მოუგვარებელ კონფლიქტებზე, ადამიანის უფლებებზე, რუსეთის მხრიდან ჰიბრიდულ საფრთხეებზე გაამახვილა. მანვე არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით ამერიკის როლსა და მის კონტრიბუციაზე ისაუბრა.

"1970 წლიდან მოყოლებული, შეერთებული შტატები ეუთოს მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მხარდაჭერა განსაკუთრებულ ფაქტორს წარმოადგენს ორგანიზაციის ეფექტურად საქმიანობისთვის. ვაშინგტონში გამართული შეხვედრები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და ამერიკის ურთიერთთანამშრომლობას კიდევ უფრო მტკიცეს და შედეგიანს გახდის", - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ეუთოს სივრცეში არსებული საკითხები და საქართველოში მიმდინარე მოვლენები წარმოადგენდა საუბრის მთავარ თემას კონგრესში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სენატორებს როჯერ ვიკერს, ჯიმ ინჰოფს, ჯონ ბუზმანს, ბენ კარდინის და როი ბლანტს შეხვდა. გიორგი წერეთელმა შეხვედრები ასევე გამართა კონგრესმენებთან კრის სმიტთან, ალსი ჰასტინგთან, რობერტ ადეჰორტთან, რიჩარდ ჰატსონთან, ტედ პოსთან და რენდი ჰალდგრინთან.

დემოკრატიის და საარჩევნო სისტემების გაუმჯობესების საკითხებზე მსჯელობას დაეთმო გიორგი წერეთლის და საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრა. ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რელიგიის თავისუფლების საკითხებში ამერიკის საგანგებო ელჩს, სემ ბრაუნბერგს და რელიგიის და ადამიანის უფლებების საკითხებში ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელსაც შეხვდა.

ვაშინგტონში ვიზიტისას, გიორგი წერეთელი ამერიკის შეერთბებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ტრადიციულ საუზმეს დაესწრო.

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

გიორგი წერეთელმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში და კონგრესში შეხვედრები გამართა

გიორგი წერეთელმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში და კონგრესში შეხვედრები გამართა
15:38 | 12 თებერვალი, 2018

ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში გამართულ შეხვედრებზე, გიორგი წერეთელმა ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე, ტერორიზმის და მიგრაციის პრობლემებზე, უკრაინის კრიზისზე და სამხრეთ კავკასიის, კერძოდ მთიანი ყარაბაღის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილე, ელიზაბეტ მილარდთან და აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოში, ევროპულ საქმეთა დირექტორთან, ქეთრინ კროფტთან გამართულ დისკუსიებში, გიორგი წერეთელმა ყურადღება მოუგვარებელ კონფლიქტებზე, ადამიანის უფლებებზე, რუსეთის მხრიდან ჰიბრიდულ საფრთხეებზე გაამახვილა. მანვე არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით ამერიკის როლსა და მის კონტრიბუციაზე ისაუბრა.

"1970 წლიდან მოყოლებული, შეერთებული შტატები ეუთოს მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მხარდაჭერა განსაკუთრებულ ფაქტორს წარმოადგენს ორგანიზაციის ეფექტურად საქმიანობისთვის. ვაშინგტონში გამართული შეხვედრები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და ამერიკის ურთიერთთანამშრომლობას კიდევ უფრო მტკიცეს და შედეგიანს გახდის", - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ეუთოს სივრცეში არსებული საკითხები და საქართველოში მიმდინარე მოვლენები წარმოადგენდა საუბრის მთავარ თემას კონგრესში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სენატორებს როჯერ ვიკერს, ჯიმ ინჰოფს, ჯონ ბუზმანს, ბენ კარდინის და როი ბლანტს შეხვდა. გიორგი წერეთელმა შეხვედრები ასევე გამართა კონგრესმენებთან კრის სმიტთან, ალსი ჰასტინგთან, რობერტ ადეჰორტთან, რიჩარდ ჰატსონთან, ტედ პოსთან და რენდი ჰალდგრინთან.

დემოკრატიის და საარჩევნო სისტემების გაუმჯობესების საკითხებზე მსჯელობას დაეთმო გიორგი წერეთლის და საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრა. ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რელიგიის თავისუფლების საკითხებში ამერიკის საგანგებო ელჩს, სემ ბრაუნბერგს და რელიგიის და ადამიანის უფლებების საკითხებში ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელსაც შეხვდა.

ვაშინგტონში ვიზიტისას, გიორგი წერეთელი ამერიკის შეერთბებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ტრადიციულ საუზმეს დაესწრო.

ავტორი: ადმინისტრატორი