შუახევის მუნიციპალიტეტს შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი ექნება

ადმინისტრატორი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან ანზორ ბოლქვაძესთან და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი პირებთან ერთდ გაეცნო.

ცენტრი 0-დან 18- წლამდე 100 შშმ ბენეფიციარზეა გათვლილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ იგეგმება ცენტრის ინვენტარიზაცია და სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც 15 ადგლობრივს გადაამზადებს.ისინი სამომავლოდ ბენეფიციარებს შესაბამის მომსახურებას გაუწევენ. მიმდინარე სამუშაოებზე 118 555 ლარია გამოყოფილი. სამუშაოთა 50% უკვე შესრულებულია. დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობა აჭარის ა.რ. მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

შუახევის მუნიციპალიტეტში წელს 41 ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის მნიშვნელოვანია სოფელ ინწკირვეთში მთა გორის ძირიდან, სოფელ ჩანჩხალოსა და ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა. ასევე ხაბელაშვილები-ბუთურაული- მახალაკიძეების ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროგრამის თანახმად განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხიჭაური შუახევის მონაკვეთზე გარე განათებების მოწყობა, ინწკირვეთის სახლის მშენებლობა, დაბის სტადიონის რეაბილიტაცია, დაბის საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე არხების მოწყობა. მუნიციპალიტეტში 4 150 000 ლარის ღირებულების 41 პროექტია დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

შუახევის მუნიციპალიტეტს შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი ექნება

შუახევის მუნიციპალიტეტს შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი ექნება
15:12 | 12 თებერვალი, 2018

ცენტრი 0-დან 18- წლამდე 100 შშმ ბენეფიციარზეა გათვლილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ იგეგმება ცენტრის ინვენტარიზაცია და სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც 15 ადგლობრივს გადაამზადებს.ისინი სამომავლოდ ბენეფიციარებს შესაბამის მომსახურებას გაუწევენ. მიმდინარე სამუშაოებზე 118 555 ლარია გამოყოფილი. სამუშაოთა 50% უკვე შესრულებულია. დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობა აჭარის ა.რ. მთავრობის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

შუახევის მუნიციპალიტეტში წელს 41 ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის მნიშვნელოვანია სოფელ ინწკირვეთში მთა გორის ძირიდან, სოფელ ჩანჩხალოსა და ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა. ასევე ხაბელაშვილები-ბუთურაული- მახალაკიძეების ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროგრამის თანახმად განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხიჭაური შუახევის მონაკვეთზე გარე განათებების მოწყობა, ინწკირვეთის სახლის მშენებლობა, დაბის სტადიონის რეაბილიტაცია, დაბის საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე არხების მოწყობა. მუნიციპალიტეტში 4 150 000 ლარის ღირებულების 41 პროექტია დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. 

ავტორი: ადმინისტრატორი