მუსიკა ჯეიმს ბლანტის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა

ადმინისტრატორი

ჯეიმს ბლანტი პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც Black Pearl Live მოწვევით 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს,  მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმღერებს.

შოუ მისი მსოფლიო ტურნეს - Afterlove-ის ნაწილია და მისი მეხუთე სტუდიური ალბომის ერთგვარი პრეზენტაცია, რომელიც მულტი-პლატინური ალბომის "Moon Landing"-ის შემდეგ შეიქმნა. ჯეიმს ბლანტი  მრავალპლატინიანი ალბომის მქონე, მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავია. მას ასევე ჰყავს ძალიან დიდი და მრავალფეროვანი გულშემატკივარები, შესაბამისად შოუ საინტერესოა ყველა ასაკის მაყურებლისთვის.

მუსიკა ჯეიმს ბლანტის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. როგორც თავად ამბობს, სამხედრო დავალების დროს კოსოვოში გიტარა თან ჰქონდა წაღებული და სიმღერებს  ტანკიდან ჩამოსვლისას ადგილობრივებისთვის და ჯარისთვის ასრულებდა ხოლმე. სწორედ ამ პერიოდში დაწერა სიმღერა "No Bravery".

ორგანიზატორების თქმით, მომღერალი და კომპოზიტორი  მიხეილ მესხის სტადიონზე გარდა ახალი ალბომის წარდგენისა, უკვე გაჰიტებულ და ყველასთვის საყვარელ სიმღერებს, მათ შორის "goodbuy my lover", "You’re Beautiful" და "love me better"-აც შეასრულებს. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live  საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც  მსოფლიოს  წამყვან  შემსრულებლებთან თანამშრომლობს.  კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური  მიზნები აქვს. Black Pearl Live მიზანია  განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

მუსიკა ჯეიმს ბლანტის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა

მუსიკა ჯეიმს ბლანტის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა
13:34 | 12 თებერვალი, 2018

შოუ მისი მსოფლიო ტურნეს - Afterlove-ის ნაწილია და მისი მეხუთე სტუდიური ალბომის ერთგვარი პრეზენტაცია, რომელიც მულტი-პლატინური ალბომის "Moon Landing"-ის შემდეგ შეიქმნა. ჯეიმს ბლანტი  მრავალპლატინიანი ალბომის მქონე, მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავია. მას ასევე ჰყავს ძალიან დიდი და მრავალფეროვანი გულშემატკივარები, შესაბამისად შოუ საინტერესოა ყველა ასაკის მაყურებლისთვის.

მუსიკა ჯეიმს ბლანტის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. როგორც თავად ამბობს, სამხედრო დავალების დროს კოსოვოში გიტარა თან ჰქონდა წაღებული და სიმღერებს  ტანკიდან ჩამოსვლისას ადგილობრივებისთვის და ჯარისთვის ასრულებდა ხოლმე. სწორედ ამ პერიოდში დაწერა სიმღერა "No Bravery".

ორგანიზატორების თქმით, მომღერალი და კომპოზიტორი  მიხეილ მესხის სტადიონზე გარდა ახალი ალბომის წარდგენისა, უკვე გაჰიტებულ და ყველასთვის საყვარელ სიმღერებს, მათ შორის "goodbuy my lover", "You’re Beautiful" და "love me better"-აც შეასრულებს. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live  საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც  მსოფლიოს  წამყვან  შემსრულებლებთან თანამშრომლობს.  კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური  მიზნები აქვს. Black Pearl Live მიზანია  განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

ავტორი: ადმინისტრატორი