18-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები შეკრებას "ბასაზე" გაივლის

18-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები შეკრებას "ბასაზე" გაივლის

საქართველოს 18-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, 11-15 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" მორიგ შეკრებას გაივლის. 

ამის შესახებ ინფორმაციას სფფ-ს ვებ-გვერდი ავრცელებს.

ნაკრების თავკაცმა, გიორგი მიქაძემ კანდიდატებიდან 22 ფეხბურთელი შეარჩია, რომელთაც შეკრების ბოლოს დღეს ამხანაგურ მატჩშიც დააკვირდება. შეხვედრა დუშეთში გაიმართება ლიგა 3-ის წარმომადგენელ "არაგვთან" და 14 საათზე დაიწყება.

მეკარეები: გიორგი ანდრიაძე (გაგრა), ლევან კონცელიძე (შევარდენი);

მცველები: ნიკოლოზ გაბელაია (დინამო თბ), ივანე სირაძე (ლოკომოტივი), ბექა ხარშილაძე (დინამო თბ), არჩილ ბასარია (დინამო თბ), სერგი არჩვაძე (გაგრა), ლუკა ჯაფარიძე (ლოკომოტივი), არჩილ შალამბერიძე (შევარდენი), ლუკა მაღრაძე (შევარდენი);

ნახევარმცველები: ლუკა ბერიაშვილი (დინამო თბ), ლაშა ნანობაშვილი (შევარდენი), ივანე ოქროპირიძე (ლოკომოტივი), ლუკა ხორხელი (იბერია 2010), ზვიად გოგია (შევარდენი), გიგა გულდედავა (დინამო თბ), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი), ვაკო ქელდიშვილი (ცხინვალი);

თავდამსხმელები: რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), გიორგი ხარშილაძე (დინამო თბ), თემურ გაბუნია (დინამო თბ), გიორგი გოგობერიშვილი (დინამო თბ).

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517